იმ პოლიტიკური არარაობების ნებისმიერ კომბინაციას, რომელსაც ივანიშვილი შემოიკრებს, არ აქვს უნარი, ხედვა, რწმენა და კომპეტენცია, რომ ქვეყნის წინაშე არსებულ სერიოზულ გამოწვევებს გაუმკლავდეს – ბოკერია

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge დეკემბერი 23, 2020 15:36

იმ პოლიტიკური არარაობების ნებისმიერ კომბინაციას, რომელსაც ივანიშვილი შემოიკრებს, არ აქვს უნარი, ხედვა, რწმენა და კომპეტენცია, რომ  ქვეყნის წინაშე არსებულ სერიოზულ გამოწვევებს გაუმკლავდეს – ბოკერია

მნიშვნელოვანი

  • იმ პოლიტიკური არარაობების ნებისმიერ კომბინაციას, რომელსაც ივანიშვილი შემოიკრებს, არ აქვს უნარი, ხედვა, რწმენა და კომპეტენცია, რომ ქვეყნის წინაშე არსებულ სერიოზულ გამოწვევებს გაუმკლავდეს - ბოკერია

სხვა სტატიები

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია, პარლამენტში მთავრობის დამტკიცების პროცესს ეხმაურება.
ბოკერიას თქმით, ივანიშვილის ერთპიროვნული მმართველობის პირობებში, არ აქვს მნიშვნელობა მთავრობის შემადგენლობას, რადგან მის მიერ შემოკრებილ „პოლიტიკური არარაობების“ გუნდს არ აქვს უნარი, რომ გაუმკლავდეს ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს.
ბოკერიამ აღნიშნა, რომ კრიზისულ ვითარებაში, საზოგადეობამ იხილა კატასტროფა, როცა მთავრობამ განვლილი თვეები გამოიყენა არა მომზადებისათვის, არამედ თვითტკბობისათვის და ოპონენტების დემონიზაციისათვის.
ბოკერიას თქმით, ის მძიმე ვითარება, რაც დღეს ქვეყანაშია, არის ივანიშვილის და მისი შემოკრებილი პოლიტიკური კლოუნების პასუხისმგებლობა.
„ივანიშვილის ერთპიროვნული მმართველობის პირობებში, გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს შემადგენლობა რა იქნება, არცერთ შემთხვევაში იმ პოლიტიკური არარაობების და კლოუნების ნებისმიერ კომბინაციას, რომელსაც ივანიშვილი შემოიკრებს, არ აქვს უნარი, ხედვა, რწმენა და კომპეტენცია, რომ ნორმალურ ვითარებაშიც კი ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებულ სერიოზულ გამოწვევებს გაუმკლავდეს.
კრიზისულ ვითარებაში, ჩვენ ვიხილეთ კატასტროფა და უტიფრობა, როცა საუკეთესო თვეები და ხალხის რესურსი იქნა გამოყენებული არა მომზადებისათვის პანდემიასთან ბრძოლის მეორე ეტაპისთვის, როცა გაიხსნებოდა ეკონომიკა, არა ეკონომიკური კრიზისის დროს ტვირთვის შესამცირებლად ხალხისთვის და მეწარმეებისათვის, არამედ თვითქებისათვის, თვითთტკბობისათვის და ოპონენტების დემონიზაციისათვის.
კატასტროფული ვითარებაა და ის ტრაგედიები, რასაც ჩვენ გარშემო ვხედავთ ობიექტურ გარემოებებთან ერთად, არის ივანიშვილის პერსონალურად და მისი შემოკრებილი პოლიტიკური კლოუნების პასუხისმგებლობა.
როდესაც ერთ-ერთი მთავარი კლოუნი იძახის, რომ არ ცვლის გუნდს, ეს არის დემონსტრირება იმის, რომ როდესაც მთავრობას არ აქვს მანდატი ხალხისგან მოპოვებული, როგორ მართავს ქვეყანას.“ – განაცხადა ბოკერიამ.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge დეკემბერი 23, 2020 15:36