,,ტერორიზმის პრობლემები საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციის პოლიტიკის გატარებაზე არ უნდა აისახოს”

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, ირინა იმერლიშვილის შეფასებით, პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლა

პრობლემები, რომლებიც ტერორიზმს უკავშირდება, არ აისახება და არ უნდა აისახოს საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციის პოლიტიკის გატარებაზე , – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, რამდენად შესაძლოა საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესზე უარყოფითად აისახოს ევროპის ქვეყნების პოზიცია, რომ ტერორიზმიდან გამომდინარე საფრთხეების გათვალისწინებით საზღვრებზე კონტროლი გაამკაცრონ.
კობახიძის თქმით, ეს ორი სხვადასხვა საკითხია.
“ის პრობლემები, რომლებიც ტერორიზმს უკავშირდება და რომლის წინააღმდეგ ბრძოლაშიც, ჩვენ ვართ ევროპასთან და დემოკრატიულ მსოფლიოსთან ერთად, რა თქმა უნდა, არ აისახება და არ უნდა აისახოს საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციის პოლიტიკის გატარებაზე, ვინაიდან ეს არის ცალკე საკითხი, დაკავშირებული იმ სამოქმედო გეგმასთან, რომელსაც საქართველო ასრულებს და რომლის საბოლოო ანგარიშსაც ჩვენ ველოდებით 15 დეკემბრისთვის. საქართველომ წარმატებით შეასრულა ეს სამოქმედო გეგმა. ასე რომ, ვფიქრობ, განხორციელებული რეფორმები და მიღწევები, რაც ჩვენ გვაქვს, ადეკვატურად იქნება შეფასებული.
ამ საკითხს არავითარი კავშირი არ შეიძლება ჰქონდეს ტერორიზმიდან გამომდინარე საფრთხეებთან”, – განაცხადა მანანა კობახიძემ.
ვიცე-სპიკერის აზრით, ევროკავშირთან საქართველოს ვიზალიბერალიზაციაზე უარყოფით გავლენას ვერ მოახდენს, ვერც “ნაციონალური მოძრაობის” წევრების შესაბამისი ქმედებები, რასთან დაკავშირებულ ინფორმაციასაც თავად პრემიერ-მინისტრი და მთავრობის სხვა წევრები ავრცელებენ.
“საქმე გვაქვს ევროკავშირისთვის, ხშირ შემთხვევაში, მიზანმიმართულად არასწორი ინფორმაციის მიწოდებასთან, რომელიც ემსახურება საქართველოს ხელისუფლების დისკრედიტაციას. ამასაც, არ მგონია რაიმე ეფექტი და შედეგი ჰქონდეს”, – აღნიშნა ვიცე-სპიკერმა.

banner
წინა სტატიაშიდიმიტრი ქუმსიშვილი ლონდონში მსხვილი საინვესტიციო ფონდების ხელმძღვანელებს შეხვდა
შემდეგი სტატიადაკავებული “კანონიერი ქურდი” გოგა ხაინდრავას უახლოესი მეგობარია