ტერორისტთა ქართველი მეთაური, სირიაში თურქეთის ჯარს ეხმარება

ტერორისტული ორგანიზაცია ,,ისლამური სახელმწიფოს,, (ISIS) ერთ-ერთი დაჯგუფება და მისი ლიდერი, ისლამ ალ-შიშანი (მურად მარგოშვილი) სირიაში თურქეთის მიერ დაწყებული ოპერაცია ,,ზეთინ დალი,,-ს (ზეთისხილის რტო) ფარგლებში, თურქულ ჯარის მხარეს იბრძვის. ინფორმაციას ამის შესახებ თავად თურქული მედია აქვეყნებს. თურქული წყაროების (,,აჰვალნიუსი,, და ,,იენიაკიტი,,) მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჩეჩნეთის ომის მონაწილე, ომის შემდგომ რუსების მიერ დაპატიმრებული და 2006 წელს სასამართლოს დარბაზიდან განთავისუფლებული, განთავისუფლების შემდგომ ,,იმარატ კავკაზის,, მიერ უნდობლობა გამოცხადებული, 2012 წელს ახმედ ჩატაევის ოპერაციის ჩაშლაში დადანაშაულებული, მურად მარგოშვილი, ამჟამად ,,ისლამური სახელმწიფოს,, რაზმს მეთაურობს და თურქების მხარდამხარ იბრძვის. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი სარწმუნო წყარო, აშშ-სა და რუსეთის მიერ საშიშ ტერორისტად გამოცხადებულ მურად მარგოშვილს და მის რაზმს, რომელიც პოსტსაბჭოთა ქვეყნის მოქალაქეებისაგან შედგება, არა ,,ისლამური სახელმწიფოს,, არამედ ასევე ტერორისტული ორგანიზაცია ,,ალ-ქაიდას,, სირიული ფრთის ,,ან-ნუსრას,, შემადგენელ ნაწილად მოიხსენიებს. ასე თუ ისე, საერთაშორისო ტერორისტად გამოცხადებული პანკისელი საველე მეთაური, როგორც ჩანს ამჟამად თურქეთის მხარეს იბრძვის, რადგან თავად თურქეთის ხელისუფლებას, საკუთარი მედიაში გასული ინფორმაცია, ოფიციალურად ამ დრომდე არ უარყვია.

banner
წინა სტატიაშიაფხაზები პასპორტიზაციის მონაცემებს აქვეყნებენ
შემდეგი სტატიაპროპაგანდისტული რუსული პორტალი, ქართველებს ვიზებს სთავაზობს