აფხაზები პასპორტიზაციის მონაცემებს აქვეყნებენ

აფხაზური მედიის ცნობით, სეპარატისტულ რეგიონში, 2018 წლის 23 იანვრის მონაცემებით – 49.763 ე.წ. აფხაზეთის მოქალაქის პასპორტია გაცემული.როგორც აფხაზეთის დეფაქტო შსს-ს საპასპორტო სამმართველოს უფროსი ედუარდ მანარგია აცხადებს, გაცემული ახალი პასპორტების გარდა კიდევ 2.628 მოქალაქის მოთხოვნა, ძველის ახალი პასპორტით შეცვლაზე, მუშავდება და საერთო ჯამში, აფხაზეთის მოქალაქეებისთვის 140.000-მდე ახალი პასპორტის გაცემა მოუწევთ. რაც შეეხება გალის რაიონის ქართული მოსახლეობისთვის ცხოვრების უფლების (ე.წ. ,,ვიდ ნა ჟიტელსტვო,,) გაცემას, აფხაზი ჩინოვნიკის ცნობით, გალში უკვე გაცემულია 1.573 პირის მოთხოვნით ცხოვრების უფლება და 4.447 პირის მოთხოვნა  მუშავდება. მანარგიას განცხადებით, ცხოვრების უფლება ამიერიდან აფხაზეთის სხვა რაიონის მოსახლეებზეც გაიცემა.

banner
წინა სტატიაშიქურთების არმიამ თურქეთში მეჩეთი დაბომბა-არის მსხვერპლი
შემდეგი სტატიატერორისტთა ქართველი მეთაური, სირიაში თურქეთის ჯარს ეხმარება