ტაქსის მძღოლების აქციის გამო, ოქროყანის, შინდისის, წავკისის, ტაბახმელის, კოჯრისა და კიკეთის მიმართულებით ავტობუსები ვერ მოძრაობენ

ტაქსის მძღოლების აქციის გამო, დღეს, 16:30 საათიდან ამაღლებისა და მაყაშვილის ქუჩების მონაკვეთზე, ტრანსპორტის მოძრაობა შეფერხებულია.

როგორც „თაიმერს“ თბილისის მერიის პრესსამსახურიდან აცნობეს, აღნიშნული მიმართულებით, N4, N10, N90, N103, N106, N112 და N124 ავტობუსები დროებით ვერ გადაადგილდებიან.

„რაც შეეხება ოქროყანის, შინდისის, წავკისის, ტაბახმელის, კოჯრისა და კიკეთის მიმართულებით მოძრავ მსუბუქ ავტომანქანებს, მათ გადაადგილება კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელი გზით შეუძლიათ. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის!“, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატია(ვიდე)აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკაში ქართველებს მემკვიდრეობის უფლებას ჩამოართმევენ