(ვიდე)აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკაში ქართველებს მემკვიდრეობის უფლებას ჩამოართმევენ

აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტში გუშინ ქართველებისთვის მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევის საკითხი განიხილეს. აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მთავრობამ გადაწყვიტა, იმისათვის, რომ ქართველების აფხაზეთში დაბრუნების შესაძლებლობა არ დაუშვას, მათ მემკვიდრეობის უფლება ჩამოართვას. თუკი მანამდე აფხაზეთში არ უშვებდნენ მათ, ვინც იბრძოდა, ახალი გადაწყვეტილებით, დე-ფაქტო აფხაზეთის შავ-სიას მიემატებიან ადამიანები, რომლებიც ომის დროს სახელმწიფო დაწესებულებებში მუშაობდნენ. საუბარია პედაგოგებზე, ექიმებზე და სხვა სახელმწიფო სტრუქტურებზე – ამის შესახებ ინფორმაციას cyxymu.info ავრცელებს.

 

https://youtu.be/sI-c-ggtGlw

banner
წინა სტატიაშიტაქსის მძღოლების აქციის გამო, ოქროყანის, შინდისის, წავკისის, ტაბახმელის, კოჯრისა და კიკეთის მიმართულებით ავტობუსები ვერ მოძრაობენ
შემდეგი სტატიაარჩილ თალაკვაძე – „ფრაქციისთვის ფული დაგვიმატე, თორემ ფლანგვას დაგაბრალებთ”: ეს არის რომან გოცირიძის მარტივი საბრძოლო ტაქტიკა