ტაჯიკეთის პრეზიდენტის ქალიშვილმა მდიდრები აიძულა ღარიბებს დაეხმარონ

ტაჯიკეთის პრეზიდენტის ქალიშვილმა მდიდრები აიძულა ღარიბებს დაეხმარონ

ოზოდა რახმონმა, რომელიც პრეზიდენტ ემომალ რახმონის ქალიშვილია და ასევე მისი აპარატის ხელმძღვანელი, ჩინოვნიკები, ბიზნესმენები და მუსლიმი სასულიერო პირები აიძულა “სადაკ-ფიტრი” გააკეთონ – ქვეყნის ღარიბი მოსახლეობისათვის შემოწირულობა გაიღონ.
სპეციალურ განკარგულებაში ნათქვამია, რომ აპარატის ხელმძღვანელი, ჩინოვნიკები, ბიზნესმენები და მუსლიმი სასულიერო პირები ვალდებული არიან ნაკლებადუზრუნველყოფილ ოჯახებს დაეხმარონ და ამის შესახებ სახელმწიფო ორგანოებს ანგარიში ჩააბარონ.

გადაწყვეტილების გაკონტროლება ევალება რელიგიის კომიტეტს.

banner
წინა სტატიაშიტაივანმა რაკეტა შეცდომით ჩინეთისკენ გაუშვა
შემდეგი სტატიაყარაბაღელი ბებო ავტომატით-ეს მათთვის ვინც საუბრობს სავალდებულო სამსახურის გაუქმება-არ გაუქმებაზე