ტაჯიკეთის მთავრობამ “ბოლო ზარი” აკრძალა

ტაჯიკეთში ტრადიციული “ბოლო ზარი” აკრძალეს, რასაც ადგილობრივები “მწიფობის ზარს” ეძახიან.
ტაჯიკეთის განათლების მინისტრმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, სადაც საუბარია იმაზე, რომ ქვეყნის ყველა სკოლაში სწავლის ბოლო დღეს , 7 ივნისს საზეიმო ღონისძიებების მაგივრად სწავლა გაიმართება.
” ყველა მე-9 და მე-11 კლასის მოსწავლეებისათვის აიკრძალოს “მწიფობის ზარის” ჩაატრება” – ადგილობრივი მედია მინისტრის ბრძანებიდან ციტირებს.
სავარაუდოდ, აღნიშნული ბრძანება დაკავშირებულია ხანგრძლივ ზამთრის არდადეგებთან, რომელიც ქვეყანაში გათბობის პრობლემის გამო, ჩვეულებრივზე დიდი ხანი გრძელდება.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ ჯანელიძე მოლდოველ კოლეგას შეხვდა
შემდეგი სტატია“საერთაშორისო გამჭვირვალობა” ჯანდაცვის პროგრამაზე კვლევის შედეგებს აქვეყნებს