“სუს-ის ზეწოლა და გადაკეტილი ფინანსური რესურსები” – ბურჭულაძის პარტიის საგანგებო ბრიფინგი

მოძრაობა „პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისათვის“ ოფისში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა. პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა მერაბ მეტრეველმა პარტიის რამდენიმე წევრის მიერ მოძრაობის დატოვების მიზეზებზე ისაუბრა.

მეტრეველის თქმით, პარტია სახელმწიფო უსაფრთხოების სამახურის მხრიდან ზეწოლას განიცდის, როგორც ფინანსური ასევე პარტიის წევრების დაშანტაჟების მხრივ. თუმცა როგორც პაატა ბურჭულაძის გუნდის წარმომადგებელმა განაცხადა, პარტია წინააღმდეგობების მიუხედავად არჩევნებში გამარჯვებას მაინც შეძლებს და ყველა უკანონო ქმედებას მკაცრი პასუხი გაეცემა:

„სუს-ის ერთ-ერთი გაზეთის და ხელისუფლების ფორმიერებული პიარ ჯგუფის მიერ ჩვენი პარტიის წინააღმდეგ მორიგი ბინძური შეტევა განხორციელდა. მათი ძალისხმევით ჩვენ პოლიტიკურ ორგანიზაციას გადაეკეტა რამდენიმე ლეგალური საფინანსო არხი. თუმცა ყველა არხის გადაკეტვა ვერ მოხერხდა, რადგან საქართველოში არიან კიდევ ადამიანები, რომელებიც არ მოექცნენ ფინანსური და პოლიტიკური წნეხის ქვეშ. ჩვენ მივმართავთ ჩვენს მხარდამჭერებს და წევრებს სრულიად საქართველოს მასშტაბით. ვწუხვართ რომ ჩვენი პარტიის რამდენიმე წევრს არ ეყო გამბედაობა და რწმენა, რომ არ მოქცეულიყო სუს-ის გავლენის ქვეშ. ჩვენ ვართ გამბედავი ადამიანების ძლიერი გუნდი და მიუხედავად სუს-ის ძალისხმევისა, ჩვენ მოვიგებთ არჩევნებს. არჩევნებში გამარჯვების შემდეგ კი უმკაცრესი პასუხი გაეცემა ყველა უკანონო ქმედებას.“- განაცხადა მერაბ მეტრეველმა.

banner
წინა სტატიაშიდავით უსუფაშვილი : საქართველოში მომძლავრდნენ პრორუსული ძალები, მათ შორის ბურჯანაძე და მისი გუნდი
შემდეგი სტატიადაფნარში გარდაცვლილი დემურ სტურუას მეგობრის დაკითხვა მიმდინარეობს