დაფნარში გარდაცვლილი დემურ სტურუას მეგობრის დაკითხვა მიმდინარეობს

დასავლეთ საქართვლოს საოლქო პროკურატურაში დაფნარში გარდაცვლილ დემურ სტურუას მეგობარ, ოლეგ თავაძეს კითხავენ.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მისი მეგობრის, დემურ სტურუას მიერ გარდაცვალებამდე დაწერილ წერილში ნახსენები პოლიციელი გოდერძი თევზაძე, 5 წლის განმავლობაში, მასაც ფიზიკურად უსწორდებოდა და ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდა.

ოლეგ თავაძე დარწმუნებულია, რომ მისი მეგობარი თვითმკვლელობამდე სამტრედიალმა პოლიციელმა მიიყვანა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ არ მიმართეს ამ წლების განმავლობაში გენერალურ ინსპექციას, არასამთავრობო ორგანიზაციებს ან თუნდაც ჟურნალისტებს თავაძე პასუხობს, რომ მათ ამის ეშინოდათ.

შეგახსენებთ, რომ სამტრედიის რაიონის სოფელ დაფნარში 7 აგვისტოს 22 წლის დემურ სტურუამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, გარდაცვალებმდე კი მან წერილი დაწერა, სადაც სამტრედიის რაიონული პოლიციის თანამშრომელი, გოდერძი თევზაძე თვითმკველობამდე მიყვანაში დაადანაშაულა.

banner
წინა სტატიაში“სუს-ის ზეწოლა და გადაკეტილი ფინანსური რესურსები” – ბურჭულაძის პარტიის საგანგებო ბრიფინგი
შემდეგი სტატიარიო 2016 – ქართველი ნიჩბოსანი ზაზა ნადირაძე ნახევარფინალშია