სუფაშვილი – საარჩევნო უბნებთან სირცხვილის დერეფანი სახელმწიფოებრივი უკულტურობის ახალი ნიშნული იქნება

სირცხვილის დერეფანი საარჩევნო უბნებთან სახელმწიფოებრივი უკულტურობის ახალი ნიშნული იქნება, – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ წევრი დავით უსუფაშვილი „ფეისბუქზე“ წერს.

„სირცხვილის დერეფანი საარჩევნო უბნებთან სახელმწიფოებრივი უკულტურობის ახალი ნიშნული იქნება. არჩევნების დღე მოქალაქის დღეა, მათ შორის, იმ მოქალაქისაც, რომელიც ჩემი აზრით, მცდარ ნაბიჯს დგამს.

ამ ერთ დღემდე ოთხი წელი გვქონდა პოლიტიკოსებს იმისთვის, რომ მოქალაქე დაგვერწმუნებინა, გაგვემაგრებინა, დაგვეცვა. და თუ ეს ვერ შევძელით, და თუ ჩვენს შორის ვინმეს უნდა რცხვენოდეს, უნდა გვრცხვენოდეს ჩვენ – პოლიტიკური პროცესის 1460 დღისთვის, და არა მას – არჩევნების ერთი დღისთვის“,- წერს დავით უსუფაშვილი.

„ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის ლიდერმა ლევან ვარშალომიძემ გუშინ ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებს მიმართა და მხარდამჭერებს მოუწოდა, 21 ნოემბერს, არჩევნების მეორე ტურზე საარჩევნო უბნებთან სირცხვილის კორიდორი მოაწყონ.

ამასთან, დღეს გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა მურმან დუმბაძემ განაცხადა, რომ არჩევნები გაყალბებულია ყველგან და ყველგან მოეწყობა სირცხვილის კორიდორი.

მსგავსი შინაარსის განცხადება ლევან ვარშალომიძემ დღესაც გააკეთა.

„მეორე ტურზე ყველა საარჩევნო უბანთან სირცხვილის კორიდორები მოეწყობა და თუ რამე დაპირისპირება მოხდა, პასუხისმგებელი იქნება ხელისუფლება“,- განაცხადა ვარშალომიძემ.

banner
წინა სტატიაშიამირან გამყრელიძე – ამ ეტაპზე ქვეყანას კიდევ შეუძლია კოვიდისთვის დამატებით 3 000 საწოლის მობილიზება
შემდეგი სტატიანათელაშვილი – დიპლომატიურ კორპუსთან მოლაპარაკებების დროს საკონსულტაციო ფორმატის გაფართოება სასურველია