ნათელაშვილი – დიპლომატიურ კორპუსთან მოლაპარაკებების დროს საკონსულტაციო ფორმატის გაფართოება სასურველია

დიპლომატიურ კორპუსთან მოლაპარაკებების დროს საკონსულტაციო ფორმატის გაფართოება სასურველია, რადგან არავინ არ იცის, ვინ გადალახა ერთპროცენტიანი ზღვარი და ვინ ვერა იმდენად დადგა ყველაფერი თავდაყირა და იმ დონის ფალსიფიკაცია მოხდა 31 ოქტომბერს, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული საკითხი მან პირველივე შეხვედრაზე დააყენა.

„ეს საკითხი მაშინ ყველამ კეთილგანწყობით მიიღო, მაგრამ ტექნიკური პრობლემებია. იგივე დარბაზი, მოლაპარაკების მაგიდა და სხვადასხვა. ყველა ოპოზიური ძალა არჩევნებს აღიარებს, როგორც ბოროტმოქმედებას, დანაშაულს და არ შეიძლება, ეს პარლამენტი შედგეს. ახალ არჩევნებს ველოდებით, ეს არის ერთიანი პოზიცია ქართული პოლიტიკური სპექტრის. იგივე რეკომენდაცია მივიღეთ, რომ პარლამენტში შესვლა არის მიუღებელი და ყველა რიგგარეშე არჩევნებს ველოდებით“, – განაცხადა ნათელაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისუფაშვილი – საარჩევნო უბნებთან სირცხვილის დერეფანი სახელმწიფოებრივი უკულტურობის ახალი ნიშნული იქნება
შემდეგი სტატიასამადაშვილი: რა ბოდვაა, საკუთარ თანამოქალაქეებს უწყობენ სირცხვილის კორიდორს?