სულ მცირე 2 ადამიანი დაიღუპა და 7 დაშავდა სლოვიანსკში რუსეთის იერიშის შედეგად

სულ მცირე 2 ადამიანი დაიღუპა და 7 დაშავდა, რუსეთის მიერ დონეცკის რეგიონში სლოვიანსკის დაბომბვისას. ამის შესახებ ინფორმაცია სამშაბათს რეგიონის სამხედრო უფროსმა გაავრცელა.

“რუსები კიდევ ერთხელ მიზანმიმართულად უტევენ ადგილებს, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობაა თავმოყრილი. ეს არის სუფთა ტერორიზმი”, – დაწერა დონეცკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, პავლო კირილენკომ.

კირილენკომ მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდა და თქვა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი სიცოცხლის გადარჩენაა.

banner
წინა სტატიაშივიოლა ფონ კრამონი – საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, ხალხის მიერ არჩეული პარლამენტი, ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბების იდეით მე ვერ გამოვალ
შემდეგი სტატია„ნაცმოძრაობა“, როგორც მორიელი, ზურგზე აღარასდროს აღარ უნდა დავასვათ ქართულ საზოგადოებას, არ უნდა მივცეთ საშუალება, რამენაირად მოღონიერდეს – კობახიძე