ვიოლა ფონ კრამონი – საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, ხალხის მიერ არჩეული პარლამენტი, ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბების იდეით მე ვერ გამოვალ

ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბების იდეით მე ვერ გამოვალ. მე მინდა, ვნახო პოლიტიკური პარტიების მზადყოფნა დეპოლარიზაციისთვის საჭირო ზომების მისაღებად, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა განაცხადა, რომლის კომენტარსაც ტელეკომპანია „იმედი“ ავრცელებს.

„საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, საქართველოს ჰყავს ხალხის მიერ არჩეული პარლამენტი. იყო დარღვევები, მაგრამ საერთო ჯამში, საერთაშორისო ორგანიზაციებმა თქვეს, რომ ადგილი ჰქონდა დემოკრატიულ პროცესს. ამიტომ, ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბების იდეით მე ვერ გამოვალ. მე მინდა, ვნახო პოლიტიკური პარტიების მზადყოფნა დეპოლარიზაციისთვის საჭირო ზომების მისაღებად“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.

banner
წინა სტატიაშიჩემი რჩევა იქნება, გაიქცეთ – კადიროვმა ზელენსკის გაქცევა ურჩია
შემდეგი სტატიასულ მცირე 2 ადამიანი დაიღუპა და 7 დაშავდა სლოვიანსკში რუსეთის იერიშის შედეგად