სტუდია მონიტორი: გამყრელიძემ NCDC-ის თანამშრომლებთან ერთად რეგულაციების დარღვევით იქეიფა

სტუდია მონიტროის ინფორმაციით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ 25 სექტემბერს თანამშრომლებთან ერთად ველისციხეში ვაქცინაციის ცენტრის მონახულებუის შემდეგ ერთ-ერთ რესტორანში რეგულაციების დარღვევით იქეიფა.

სტუდია მონიტორს ფოტოები წყარომ მიაწოდა, სადაც ჩანს, რომ NCDC-ის თანამშრომლები “მარან ველისციხურში” სადილობისას რეგულაციებს არღვევენ. სტუდია მონიტორში განმარტავენ მოქმედი რეგულაციების მიხედვით, ღია სივრცეში სკამების საზურგეებს შორის მანძილი უნდა იყოს 1 მეტრი.

მათივე ინფორმაციით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში განაცხადეს, რომ იქ მყოფი ადამიანები აცრილები არიან და ღია სივრცეში მოქმედ რეგულაციებს არ არღვევენ.

წინა სტატიაშიმეუფე ნიკოლოზი: მამა ილია ჭიღლაძის დასჯის საკითხი სინოდზე უკვე დაყენებულია
შემდეგი სტატიაორხევში ნიკა მელიას საარჩევნო ბანერი დააზიანეს