მეუფე ნიკოლოზი: მამა ილია ჭიღლაძის დასჯის საკითხი სინოდზე უკვე დაყენებულია

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზის თქმით, დეკანოზ ილია ჭიღლაძის საკითხი სინოდზე უკვე დააყენეს და მას კომისია შეისწავლის. მეუფეს არ დაუკონკრეტებია როდის განიხილავს სინოდი ამ თემას, ან როდის გახდება ცნობილი კომისიის დასკვნა.

“[ილია ჭიღლაძის დასჯის საკითხი] დაყენებულია უკვე, წინა სინოდზე იყო ამაზე ლაპარაკი, კომისიას უნდა შეესწავლა ეს საკითხი და ნუ შემდეგი სინოდისთვის ალბათ კომისია მოგვახსენებს”, – თქვა მეუფე ნიკოლოზმა.

banner
წინა სტატიაშითიბისი ბიზნესებისთვის საბანკო გარანტიის გაცემას ამარტივებს
შემდეგი სტატიასტუდია მონიტორი: გამყრელიძემ NCDC-ის თანამშრომლებთან ერთად რეგულაციების დარღვევით იქეიფა