„სტრატეგია აღმაშენებელი“ პარლამენტის სპიკერად შალვა პაპუაშვილის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს

სამწუხაროდ, არაფორმალური მმართველობის პირობებში, ყველა პოლიტიკური თანამდებობა არის ფიქცია და არანაირი არსებითი მნიშვნელობა ქვეყნისთვის არ აქვს,- ასე გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი დეპუტატი პაატა მანჯგალაძე პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე შალვა პაპუაშვილის წარდგენის საკითხს.

„რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარის არჩევის საკითხს, სამწუხაროდ, არაფორმალური მმართველობის პირობებში, ყველა პოლიტიკური თანამდებობა არის ფიქცია და არანაირი არსებითი მნიშვნელობა ქვეყნისთვის არ აქვს, ვინ იქნება პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე თუ ძალაუფლება არ დაბრუნდება კონსტიტუციურ ჩარჩოში. ინდივიდუალურ დამოკიდებულებას დიდი მნიშვნელობა აქვს -კუჭავა იყო დიპლომატიური, მოქნილი, დასავლეთთან ჰქონდა ფორმალური კომუნიკაცია „ქართული ოცნების“ პირობებში და პაპუაშვილს ვუსურვებ, რომ ის სტანდარტი, რაც ჰქონდა ოპოზიციასთან კომუნიკაციის და საერთაშორისო ასპარეზზეც, ის სტანდარტი მაინც შეინარჩუნოს და ქვემოთ არ დაწიოს. ვამბობ კომუნიკაციის დონეზე სტანდარტს – თუ კუჭავა უარს გვეტყოდა დიპლომატიურად და მოქნილად, ამას გააკეთებს პაპუაშვილი უხეშად და ხისტად, ეს არის განსხვავება”, – განაცხადა პაპუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისუბარი – უკრაინულ მხარესთან ჩვენც გაქვს კითხვები, მაგალითად, რა ეტაპზეა სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთაზე დაწყებული გამოძიება
შემდეგი სტატიააპუაშვილი – მინდა, მადლობა გადავუხადო საპარლამენტო უმრავლესობას გამოცხადებული ნდობისთვის