სუბარი – უკრაინულ მხარესთან ჩვენც გაქვს კითხვები, მაგალითად, რა ეტაპზეა სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთაზე დაწყებული გამოძიება

მიხეილ სააკაშვილის უფლებები არის ასი პროცენტით დაცული, არაფერი მის უფლებებს არ ემუქრება, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარმა განაცხადა.

მან შეაფასა უკრაინის საგარეო უწყების მიერ დღეს გავრცელებული განცხადება, სადაც საუბარია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არ დაუშვას იმგვარი ქმედებები, რომლებიც სააკაშვილის სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი იქნება.

ამასთან, სოზარ სუბარი ამბობს, რომ უკრაინულ მხარესთან ქართულ მხარესაც აქვს კითხვები, მაგალითად, რა ეტაპზეა სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთაზე დაწყებული გამოძიება.

„მიხეილ სააკაშვილის უფლებები არის ასი პროცენტით დაცული, არაფერი მის უფლებებს არ ემუქრება. ერთადერთი, რაზეც კითხვები უნდა იყოს ისაა, რომ ეს ადამიანი მართლაც განსხვავებულ პირობებში იმყოფება იმ ათასობით პატიმრისგან, რომლებიც არიან საქართველოს ციხეებში, და ათიათასობით პატიმრისგან, რომლებიც შეიძლება, იყვნენ უკრაინის ციხეებში, სადაც ნამდვილად არ არის იგივე პირობები, რა პირობებშიც სააკაშვილია. უკრაინულ მხარესთან ბუნებრივია, ჩვენც გაქვს კითხვები, მაგალითად, რა ეტაპზეა გამოძიება, რომელიც დაიწყეს საზღვრის უკანონო კვეთასთან დაკავშირებით“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

banner
წინა სტატიაშიინსტიტუტებზე თავდასხმა და სახელმწიფოს მიტაცების თავხედური აქტია – ხოშტარია “ოცნების” კანონპროექტებზე
შემდეგი სტატია„სტრატეგია აღმაშენებელი“ პარლამენტის სპიკერად შალვა პაპუაშვილის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს