“სტრასბურგში საქართველო თავისი ინტერესების დაცვას ღირსეულად ვერ შეძლებს, რადგან ივანიშვილი ომის დაწყებას საქართველოს აბრალებდა” – ბოკუჩავა

სტრასბურგი რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს სარჩელს განიხილავს. როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა აცხადებს, საქართველო თავისი ინტერესების დაცვას ღირსეულად ვერ შეძლებს, რადგან ბიძინა ივანიშვილი ადრე 2008 წლის ომის დაწყებას საქართველოს აბრალდებდა.
„სამწუხაროდ სტრასბურგში საქართველოს წარმოადგენს ხელისუფლება, რომლის ერთ დროს პრემიერი და ახლა პარტიის ლიდერი საქართველოს აბრალდებდა ომის დაწყებას და შესაბამისად ივანიშვილის და წულუკიანის გუნდი ღირსეულად ვერ შეძლებს ჩვენი ქვეყნის ინტერესების წარმოდგენას. თუმცა, მე მაინც იმედი მაქვს, რომ სასამართლო დაადგენს სიმართლეს უკვე იურიდიული შეფასებას მისცემს იმას, რაზეც საერთაშორისო პოლიტიკური კონსენსუსი არსებობს და ეს, არის ის, რომ 2008 წელს რუსეთმა განახორციელა აგრესია საქართველოს წინააღმდეგ და დაირღვა საერთაშორისო სამართალი და ადამიანის უფლებები“ – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

banner
წინა სტატიაშიზურაბ ჭიაბერაშვილი : ერთადერთი, რამაც სტრასბურგში შეიძლება ჩვენი სიმართლე დააზიანოს, დღევანდელი ხელისუფლების მიერ გაკეთებული განცხადებებია
შემდეგი სტატია31-ე ბატალიონი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიიდან სამშობლოში დაბრუნდა