ზურაბ ჭიაბერაშვილი : ერთადერთი, რამაც სტრასბურგში შეიძლება ჩვენი სიმართლე დააზიანოს, დღევანდელი ხელისუფლების მიერ გაკეთებული განცხადებებია

ქართული მხარის სიმართლეში და იმაში, რომ ამ საქმეში რუსეთი უნდა გამტყუნდეს, ეჭვი აღარავის ეპარება – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ევროპული საქართველოს“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, შეტანილი სარჩელი სამართლებრივად არის ძალიან გამართული.

„ქართული მხარის სიმართლეში და იმაში, რომ ამ საქმეში რუსეთი უნდა გამტყუნდეს, ეჭვი აღარავის ეპარება. ერთადერთი, რამაც შეიძლება დააზიანოს ჩვენი სიმართლე, არის დღევანდელი ხელისუფლების მიერ გაკეთებული განცხადებები, რომელიც პირდაპირ ან ირიბად მიანიშნებდა ომში საქართველოს ბრალეულობაზე. ამან შეიძლება შეგვიშალოს ხელი. სხვა მხრივ, შეტანილი სარჩელი სამართლებრივად არის ძალიან გამართული და დღეს ევროპაშიც კონტექსტი არის ძალიან კარგი საიმისოდ, რომ ჩვენ დავამტკიცოთ ჩვენი სიმართლე სტრასბურგის სასამართლოში,’’ – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმეზე „საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ (II)” დღეს ბოლო ზეპირი მოსმენა იმართება.

banner
წინა სტატიაშისტრასბურგის სასამართლოში 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე ზეპირი მოსმენა მიმდინარეობს
შემდეგი სტატია“სტრასბურგში საქართველო თავისი ინტერესების დაცვას ღირსეულად ვერ შეძლებს, რადგან ივანიშვილი ომის დაწყებას საქართველოს აბრალებდა” – ბოკუჩავა