სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეობის მსურველი კანდიდატების შესარჩევად გასაუბრების ეტაპი დღეს დაიწყება

სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეობის მსურველი კანდიდატების შესარჩევად გასაუბრების ეტაპი 27 მაისს დაიწყება და ორ დღეს გასტანს. კანდიდატების ნაწილს სამთავრობო კომისიის წევრები სწორედ დღეს მოუსმენენ. კონკურში 23 კანდიდატი მონაწილეობს, რომლებმაც კონკურსის პირველი ეტაპი – უცხო ენაში გამოცდა უკვე ჩააბარეს. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის მსურველი კანდიდატები არიან:

ადეიშვილი ირაკლი

ალანია თამარი

ალექსიძე თამარი

ბაქაქური ნინო

ბაჩიაშვილი იოსები

ბოხაშვილი ბესარიონი

გაბისონია თამარი

გელაძე ნატალია

გეწაძე შოთა

დობორჯგინიძე ვერა

დონდოლაძე ირაკლი

ვარძელაშვილი კონსტანტინე

კვირიკაშვილი მაია

კემულარია რუსუდანი

კორკელია კონსტანტინე

ლეგაშვილი ნიკოლოზი

მესხიშვილი ქეთევანი

მესხორაძე ლევანი

სვანიძე ერიკი

ჭანტურია ლადო

ხითარიშვილი ლუიზა

ჯანდიერი დავითი

ჯაფარიძე სოფიო

ერთ-ერთმა კანდიდატმა, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ გიორგი პაპუაშვილმა კი პროტესტის ნიშნად, კონკურსში მონაწილეობის გაგრძელებაზე უარი განაცხადა. სამთავრობო საკონკურსო კომისია სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეობის მსურველ 5 კანდიდატს შეარჩევს. შემდეგ მთავრობას წარუდგენს, საიდანაც 3 კანდიდატი შეირჩევა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას წარედგინება, ხოლო სტრასბურგის სასამართლოში მოსამართლედ ერთი კანდიდატი შეირჩევა.

ეს პოსტი უკვე რამდენიმე თვეა, ვაკანტურია. კანდიდატების შესარჩევად თავდაპირველად ქართულმა მხარემ კონკურსი გასულ წელს ჩაატარა და სამი კანდიდატი წარადგინა სტრასბურგი სასამართლოში. თუმცა გიორგი ბადაშვილის, ევა გოცირიძის და ალექსანდრე ბარამიძის კანდიდატურებიდან სასამართლოში სამუშაოდ არცერთი დამტკიცდა. პროცესის გაჭიანურების გამო, სტრასბურგში ქართველ მოსამართლეს ნინა წოწორიას თებერვლის შემდეგ უფლებამოსილების ვადა გაუგრძელდა.

ამ თანამდებობაზე კანდიდატი 10 წლის ვადით ირჩევა. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 თებერვლის დადგენილებით დამტკიცებული სპეციალური სამთავრობო კომისიის შემადგენლობაში არიან:

საქართველოს იუსტიციის მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე − თეა წულუკიანი;

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, მინისტრის პირველი მოადგილე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე − დავით ზალკალიანი;

საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი − შალვა თადუმაძე;

საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორი წარმომადგენელი, მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე − მამუკა ვასაძე;

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე წარმომადგენელი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე − მზია თოდუა;

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე წარმომადგენელი, საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი − მერაბ გაბინაშვილი;

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე წარმომადგენელი, თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი − დიმიტრი გვრიტიშვილი;

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წარმომადგენელი; კომიტეტის თავმჯდომარე − სოფიო კილაძე;

საქართველოს სახალხო დამცველი ან მისი წარმომადგენელი − უჩა ნანუაშვილი;

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენელი, თავმჯდომარე − ზაზა ხატიაშვილი;

„საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის“ („სიფა“) წარმომადგენელი, თავმჯდომარე − ზვიად კორძაძე;

სსიპ „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ იურიდიული ფაკულტეტის დეკანი − ირაკლი ბურდული;

კოალიციის − „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“ − წარმომადგენელი, თავმჯდომარე − ანა ნაცვლიშვილი.

banner
წინა სტატიაშიიური ლუჟკოვი 100 ძროხით ყველის წარმოებას იწყებს
შემდეგი სტატია„ევროპული საქართველო დღეს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს, გენერალურ მდივანს და პარტიის თავმჯდომარეს აირჩევს