“სტრასბურგის სასამართლომ პირდაპირ დაადასტურა, რომ რუსეთი ოკუპანტია”

“ყველას ვულოცავ სტრასბურგის სასამართლოს ძალიან მაგარ გადაწყვეტილებას. სასამართლომ პირდაპირ დაადასტურა, რომ რუსეთი ოკუპანტია, ეფექტურ კონტროლს ახორციელებს აფხაზეთზე და ცხინვალზე და პასუხისმგებელია იქ რაც ხდებოდა და ხდება 12 აგვისტოს შემდეგ. მათ შორის, მკვლელობებზე, დევნილების დაბრუნებაზე და ა.შ.

ამ გამარჯვებაში თავისი წვლილი შეიტანეს როგორც წინა, ისე ამჟამინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და საჯარო მოსამსახურეებმა და მათაც მინდა, ეს გამარჯვება მივულოცო.

აი, იმ ადამიანებს კი, რომლებიც წლებია ამტკიცებენ, რომ აფხაზეთი კონფლიქტის მხარედ ვაღიაროთ, რომ მერე რა მოხდება, ასე თუ ვიზამთ, პირდაპირ ვეტყვი, რომ უცოდინრები და საშიშები არიან. მათ რომ თავისი გაეტანათ 2012 წლის შემდეგ, ეს გადაწყვეტილება დღეს არ გვექნებოდა. საერთაშორისო სამართალი ქუჩის ბაზარი არ არის. სწავლა სჭირდება, თან სიღრმისეულად”- წერს ევროპული საქართველოს წევრი, სერგი კაპანაძე.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ვაშაძე: კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ აფხაზეთი და ცხინვალი არის ჩვენი ქვეყნის განუყოფელი ნაწილი
შემდეგი სტატია“სტრასბურგის გადაწყვეტილება წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფოს, მთავრობის, საჯარო მოხელეების მიერ გაწეულ უდიდესი შრომის, თავდადებისა და პროფესიონალიზმის შედეგს”