“სტრასბურგის გადაწყვეტილება წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფოს, მთავრობის, საჯარო მოხელეების მიერ გაწეულ უდიდესი შრომის, თავდადებისა და პროფესიონალიზმის შედეგს”

სტრასბურგის სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფოს, მისი მთავრობის, საჯარო მოხელეების მიერ გაწეულ უდიდესი შრომის, თავდადებისა და პროფესიონალიზმის შედეგს, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, გოჩა ლორთქიფანიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

გოჩა ლორთქიფანიძემ მადლობა გადაუხადა თითოეული უწყებასა და თანამშრომელს, ვინც აღნიშნულ საქმეზე იმუშავა.

„მადლობა პირველ რიგში, იუსტიციის გუნდსა და თეა წულუკიანს, ვისი ხელმძღვანელობითაც 2013 წლიდან, არსებითი განხილვის ეტაპზე ვიმუშავეთ და დღეს უკვე 2008 წლის ომის საქმეზე სამართლებრივი დავა დავასრულეთ. მადლობა სტრასბურგის სასამართლოში დაკითხულ ქართველ მოწმეებს, რომელთა ღირსება და სამოქალაქო სიმამაცე გადამდები იყო და აძლიერებდა იუსტიციის გუნდის ძალისხმევას. საგამოძიებო უწყებებსა და მათ თანამშრომლებს გაწეული ძალისხმევისათვის, ქართველ სამხედროებს, რომლებმაც ღირსეულად იბრძოლეს 2008 წელს და შესაძლებელი გახადეს ამ ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის განმტკიცებისათვის ბრძოლა სამართლებრივი საშუალებებით გაგვეგრძელებინა, ასევე ექსპერტებს სამხედრო საკითხებში, ვინც ჩართული იყო ამ საქმის წარმოებაში. მხოლოდ ასეთი ერთიანობით იყო შესაძლებელი და მივაღწიეთ ისტორიულ გამარჯვებას.ეს იყო ღირსების საქმე და ეს გამარჯვება მთელ ქვეყანას ეკუთვნის“, – განაცხადა გოჩა ლორთქიფანიძემ.

banner
წინა სტატიაში“სტრასბურგის სასამართლომ პირდაპირ დაადასტურა, რომ რუსეთი ოკუპანტია”
შემდეგი სტატიათეა წულუკიანი – მინდა მადლობა გადავუხადო აშშ-ს, რადგან სასიცოცხლო მტკიცებულება, რომელიც არ გვქონდა, მათი დახმარებით დავაბრუნეთ, საუბარია ისკანდერზე