სტივენ ჰოკინგი: მეცნიერი, რომელმაც სამყაროზე ჩვენი წარმოდგენები შეცვალა

ბრიტანელი ფიზიკოს-თეორეტიკოსი სტივენ ჰოკინგი, იმის მიუხედავად, რომ ნეიროდეგენერატიული ავადმყოფობა ჰქონდა, ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი და ცნობილი მეცნიერი იყო. ის კემბრიჯში საკუთარ სახლში 76 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ჰოკინგი ცნობილი იყო იუმორის განსაკუთრებული გრძნობით, ის მეცნიერებას პოპულარიზაციას უწევდა და ყოველთვის ცდილობდა თავისი შრომები ფართო აუდიტორიამდე მიეტანა.
მეცნიერის წიგნი “დროის მოკლე ისტორია”, რომელიც 1988 წელს გამოიცა, მსოფლიო ბესტსელერი გახდა. ჰოკინგი ბევრ ტელე-შოუში მონაწილეობდა, მისი ციფრული ხმა კი ბევრმა ცნობილმა მუსიკოსმა გამოიყენა.

სტივენ უილიამ ჰოკინგი ოქსფორდში დაიბადა, მამაისი ბიოლოგ-მკვლევარი იყო. ჰოკინგს მაშინ, როცა ის კემბრიჯის უნივერსიტეტის სტუდენტი იყო გვერდითი ამიოტროფული სკლეროზი დაუდგინეს, რომელმაც, შემდგომში, პრაქტიკულად, პარალიჩი გამოიწვია.
1964 წელს ექიმებმა ამბობდნენ, რომ მას 2-3 წლის სიცოცხლე აქვს, თუმცა, ავადმყოფობა ნელა პროგრესირდებოდა. ჰოკინგს სამი შვილი გაუჩნდა. 1988 წელს მეცნიერმა, რომელსაც ურთიერთობა მხოლოდდამხოლოდ ხმის სინთეზატორით შეეძლო, დაასრულა “დროის მოკლე ისტორიაზე” მუშაობა – წიგნი 20 წლის მანძილზე 10 მილიონი ტირაჟით გაიყიდა. ამასთანავე, ჰოკინგი წიგნს ეძახდა “ყველაზე პოპულარულ წიგნს, რომელსაც არ კითხულობენ”.

ჰოკინგი შავი ხვრელის თეორიის ავტორია, ამ თეორიის მიხედვით, შავი ხვრელი არა მხოლოდ მის ირგვლივ ისრუტავს ყველაფერს, არამედ, ის თვითონ წარმოქმნის ისეთ ნაწილაკებს, რომელიც მის გაქრობას გამოიწვევს საბოლოოდ. შავი ხვრელის ელემენტარული ნაწილაკების მოქმედების პროცესს, რომელიც ჰოკინგმა აღწერა “ჰოკინგის გამოსხივება” ქვია.

ლეგენდარული მეცნიერი ცნობილი იყო იმითი, რომ სამეცნიერო დასკვნის ვიზუალიზაცია გამოთვლებისა და ექსპერიმენტების გარეშე შეეძლო. მისი “ყველაფრის თეორიიდან” ციტატები ელვის სისწრაფით გავრცელდა, სერიალ “სიმსონებშიც” კი იყო გამოყენებული. ჯგუფმა Pink Floyd-მა Keep Talking-ის შესავალში, რომელიც 1994 წლის ალბომ The Division Bell-ში შევიდა, ჰოკინსის სინთეთიკური ხმა გამოიყენა.

თავისი ავადმყოფობის მიუხედავად, ჰოკინგი კემბრიჯის უნივერსიტეტში აგრძელებდა მუშაობას, 2001 წელს გამოქვეყნდა მისი მეორე წიგნი.
სტივენ ჰოკინგი 1995 წელს თავის მეუღლეს, რომელიც მასზე 20 წელი ზრუნავდა, დაშორდა და თავის მომვლელი მოიყვანა ცოლად. განშორებამ ნამდვილი შოკი გამოიწვია ყოფილი ცოლ-ქმრის მეგობრებში.

ჰოკინგი ცნობილი იყო თავისი ექსცენტრიულობით. მეცნიერის ცხოვრებაზე, ასევე, გადაღებულია ფილმი.
ერთხელ მან დაწერა, რომ მიუხედავად თავისი ავადმყოფობისა, რომელიც პრაქტიკულად, მთელი ცხოვრება ჰქონდა, მას ყავდა მშვენიერი ოჯახი და წარმატებებს მიაღწია ცხოვრებაში. “ეს ადასტურება იმას, რომ იმედი არასდროს უნდა დაკარგო” – ამბობდა სტივენ ჰოკინგი.

banner
წინა სტატიაშისისხლიანი გარჩევა ზუგდიდში
შემდეგი სტატიადათვების თავშესაფარის დამფუძნებელი სოსო ჯიქურიშვილი მიმართვას ავრცელებს