სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი გემთმფლობელდა ოპერატორ კომპანიის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი დავით ფერაძე გემთმფლობელდა ოპერატორ კომპანია „FRANCO COMPANIA NAVIERA“ -ს აღმასრულებელ დირექტორს,მერილი ფრანგისტას და მმართველ გუნდს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდა საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იოსებ ნანობაშვილი.საქართველოს რკინიგზა აქტიურად მუშაობს ქვეყნის ტერიტორიაზე გამავალი სატრანსპორტო დერეფნების განვითარებაზე. ამ მიზნით კომპანია აწარმოებს მოლაპარაკებებს პატარა ზომის საკონტეინერო გემების მომსახურების ოპერატორებთან,რომლებიც მზად არიან განიხილონ მათი შავ ზღვაში შემოყვანა და ოპერირება. ამასთანავე მზადდება საკონტეინერო გემების მიმოსვლის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება. შეხვედრის ფარგლებში, სს „საქართველოს რკინიგზა“ და „FRANCO COMPANIA NAVIERA“ შეთანხმდნენ პროექტთან დაკავშირებული ინფორმაციის გაზიარებასა დათანამშრომლობისთვის საჭირო საკითხების კოორდინაციაზე. აღსანიშნავია, რომ 2018 წელს ჩინეთიდან დაფიქსირდა კონტეინერების TE) 177%-იანი დასაქართველოს გავლით გადაზიდული კონტეინერების ჯამური 573%-იანი ზრდა. ამასთან, 2019 წელს კასპიის ზღვაზე გაშვებულია საკონტეინერო , გემი რაც დადებითადმოქმედებს სატრანზიტო ვადებსა და ტვირთბრუნვაზე, უფრო აქტუალურს ხდის შავ ზღვაზეპირდაპირი საკონტეინერო კავშირების დანერგვას

banner
წინა სტატიაში“დღეს, როცა ახალი ცხოვრება მაქვს, სადაც ისევ სიყვარულია, ბედნიერი ვარ, რომ ვიცნობდი დანკოს” – განო მელითაური
შემდეგი სტატია„ქართული ოცნების“ ზუგდიდის შტაბი გაერთიანებულ ოპოზიციას პროვოკაციების მოწყობაში ადანაშაულებს