სპორტის სასახლის მიმდებარედ, ბერბუკის ქუჩის N7-ში რეკრეაციული სივრცე მოეწყო

თბილისის მერის გადაწყვეტილებით, საბურთალოს გამგეობამ სპორტის სასახლის მიმდებარედ, ბერბუკის ქუჩა N7-ში, 900 კვ.მ ფართობზე მიწის ნაკვეთის ადგილმონაცვლეობა განახორციელა. შედეგად, ტერიტორიაზე ახალი რეკრეაციული სივრცე მოეწყო.

ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, LED განათების ქსელი დამონტაჟდა, ასევე, საპარკო სკამები და საფეხმავლო ბილიკები მოეწყო.

სამუშაოების შედეგად, დაირგო 53 სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. მოეწყო სარწყავი სისტემა და 550 კვადრატულ მეტრზე ჰიდროთესვის პრინციპით ბალახი დაითესა.

პროექტის ღირებულება 274 704 ლარია, რომელიც საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან დაფინანსდა და შპს „ლაგომ“ შეასრულა.

დასრულებული სამუშაოები რაიონის გამგებელმა გიზო ვასაძემ დაათვალიერა.

banner
წინა სტატიაშირუსეთი საქართველოს ხელისუფლებისგან იღებს ორაზროვან სიგნალებს და ამოწმებს, რამდენად შორს შეუძლიათ წასვლა – ზურაბიშვილი
შემდეგი სტატიაშოლცმა დაიბარა, ვადა მისცა, არასწორია. და-ძმური ურთიერთობის მიუხედავად, არ გაძლევთ პასუხს – ვოლსკი ჟურნალისტს