სპეციალური პენიტენციური სამსახური: სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სტაბილური

“მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი იმყოფება სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ექიმების 24 საათიანი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ. ჩაუტარდა ლაბორატორიული კვლევები და სათანადო სამედიცინო შემოწმება შესაბამისი პროფილის ექიმების მიერ.
მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სტაბილური.
სპეციალური პენიტენციური სამსახური მოქმედებს ნებისმიერი პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის და უსაფრთხოების რისკების გათვალისწინებით. საჭიროების შემთხვევაში მსჯავრდებულ სააკაშვილს ჩაუტარდება ყველა აუცილებელი გამოკვლევა და მიეწოდება შესაბამისი მკურნალობა პენიტენციური დაწესებულების ფარგლებს გარეთაც საქართველოში.
მოვუწოდებთ პოლიტიკურად ანგაჟირებულ სუბიექტებს თავი შეიკავონ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით სპეკულირებისგან, რეალობისგან მკვეთრად განსხვავებული აღქმის შექმნისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის ყველა მცდელობისგან”,-აღნიშნულია პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიბერდიანსკში სასწრაფო დახმარების მოხალისე ალექსეი პოდუბნი გაიტაცეს
შემდეგი სტატიაბელოგოროვკას სკოლაზე ავიაიერიშის შედეგად 60 ადამიანი დაიღუპა