ბელოგოროვკას სკოლაზე ავიაიერიშის შედეგად 60 ადამიანი დაიღუპა

ლუგანსკის რაიონში რუსმა ოკუპანტებმა სკოლა დაბომბეს, რომელსაც 90-მდე ადამიანი აფარებდა თავს – სკოლა სოფელ ბელოგოროვკაში, ლისიჩანსკის მახლობლად მდებარეობს.

ინფორმაციას ლუგანსკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი გაიდაი ავრცელებს. ნანგრევებიდან 30-მდე ადამიანი უკვე გამოიყვანეს. ბოლო ინფორმაციით, ბელოგოროვკას სკოლაზე ავიაიერიშის შედეგად 60 ადამიანი დაიღუპა, რომლებიც ჯერ კიდევ ნანგრევების ქვეშ არიან. სამძებრო სამუშაოები გრძელდება.

 

https://youtu.be/Wc3tCMyEuc0

banner
წინა სტატიაშისპეციალური პენიტენციური სამსახური: სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სტაბილური
შემდეგი სტატიათენგიზ ცერცვაძე მიმართვას ავრცელებს