სპეციალისტები – როგორ გავუმკლავდეთ კორონავირუსს ბინაზე მკურნალობის შემთხვეაში

პროტოკოლის მიხედვით, ბინაზე დარჩენილებმა 112-ს უნდა მიმართონ, რომელიც ოჯახის ექიმთან გადაამისამართებს. სწორედ ოჯახის ექიმთან სატელეფონო კონსულტაციით უნდა იმკურნალოს/მართოს დაავადება ინფიცირებულმა, თუმცა, ბოლო დროს, ხშირად გვესმის იმ შემთხვევების შესახებ, როდესაც არათუ ექიმთან, არამედ, 112-თან დაკავშირებაც რთულდება, ოჯახის ექიმი კი, რამდენიმე დღის შემდეგ უკავშირდება ინფიცირებულს.

მართალია, ქართველი ეპიდემიოლოგები ირწმუნებიან, რომ ეს ცალკეული შემთხვევებია, თუმცა, აღმოჩნდა, რომ სირთულეების გამო, პაციენტები თვითმკურნალობას ხშირად მიმართავენ.

ბინაზე დარჩენილ უსიმპტომო პაციენტებთან მთავარი პრობლემა თრომბოემბოლიური გართულებებია. კორონავირუსთან ბრძოლის კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელის თენგიზ ცერცვაძის თქმით, ამის გამო, იგეგმება, რომ უსიმპტომო პაციენტებს, რომლებიც ბინაზე მკურნალობენ, სისხლის საერთო და D-დიმერის ანალიზი ჩაუტარდეთ.

მისივე თქმით, ბინაზე დარჩენილებს სპეციალური Covid-მკურნალობა არ ესაჭიროებათ. D-დიმერი არის სისხლის ანალიზი, რომელიც უჩვენებს თრომბოემბოლიური გართულების რისკს. სწორედ ამ გართულებით გარდაიცვალა 41 წლის ქალი, რომელიც კოვიდ სასტუმროში მკურნალობდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე განმარტავს, რომ “მსუბუქ ავადმყოფს აბსოლუტურად არ სჭირდება არანაირი მკურნალობა, უნდა იყოს მოსვენებული, უნდა იაროს, ბევრი სითხე მიიღოს და მორჩა, ეს არის მისი მკურნალობა. მეტი არაფერი სჭირდება მსუბუქ ავადმყოფს”.

banner
წინა სტატიაშიუცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების ელექტრონული რეესტრი შეიქმნა
შემდეგი სტატიადეპუტატ დიმიტრი მხეიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა