დეპუტატ დიმიტრი მხეიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, დეპუტატ დიმიტრი მხეიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა.

დეპუტატის განცხადებით, მას ორმხრივი პნევმონია აქვს.

“ნამდვილად დამიდასტურდა. ახლა საავადმყოფოში ვარ. არ მინდოდა გადასვლა, მაგრამ მსუბუქ ფორმებში ორმხრივი პნევმონია მაქვს და ექიმების რჩევით გადავედი – თავს კარგად ვგრძნობ”, – განაცხადა მხეიძემ.

მისი თქმით, ბოლო პერიოდში თანაგუნდელებთან შეხება არ ჰქონია.

ამ დროისთვის, ქვეყანაში კორონავირუსით 19 857 ადამიანია დაინფიცირებული. აქედან, 8 666 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 158 გარდაიცვალა.

banner
წინა სტატიაშისპეციალისტები – როგორ გავუმკლავდეთ კორონავირუსს ბინაზე მკურნალობის შემთხვეაში
შემდეგი სტატიახატია სიჭინავა: საქართველოს მთავრობა რას მაიმუნობთ თქვე საცოდავებო ?!