სოზარ სუბარი: ციხის შიში “ქართულმა ოცნებამ” გააქრო

მმართველი გუნდის წევრი, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, სოზარ სუბარი მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც უკრაინაში ნიკა მელიას ვიზიტისას თქვა, რომ მელიამ „ციხის შიში გააქრო“.

„ციხის შიში არა ნიკა მელიამ, არამედ „ქართულმა ოცნებამ“ გააქრო. სისტემაში, რომელიც ნაციონალური მოძრაობის დროს პატიმრებისთვის იყო ნამდვილი ჯოჯოხეთი, ახლა დაცულია ადამიანების ყველა ფუნდამენტური უფლება. არ არსებობს არც ერთი ფაქტი, ან ციხის ადმინისტრაცია, ან რომელიმე თანამშრომელი პატიმარს ეპყრობოდეს უხეშად. ეს სწორედ მმართველი გუნდის მონაპოვარია და ამ მოცემულობას არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია ადასტურებს. რაც შეეხება კრიმინალი სააკაშვილის განცხადებას, ცხადია, კრიმინალებს ციხის არ ეშინიათ, მათთვის იქ ყოფნა ბუნებრივი მოვლენაა და გაქცეული პრეზიდენტისგან ეს წამოცდენა მისი კრიმინალური აზროვნების კიდევ ერთი დადასტურებაა“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

banner
წინა სტატიაშივანიშვილმა 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა
შემდეგი სტატიაჯაფარიძე: არ მჯერა, რომ ახლა პოლიტიკური კრიზისი ქვეყანაში განმუხტულია