ვანიშვილმა 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა

ვანიშვილმა 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა

სკოპიეში მიმდინარე 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის ქართველი ფალავანი თეიმურაზ ვანიშვილი (61კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ფინალში მან სომეხ რაზმიკ პაპიკიანს დამაჯერებელი ანგარიშით 6:1 სძლია.

სკოპიეში მიმდინარე 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ანგარიშზე ერთი ოქროს და ერთი ბრინჯაოს მედალია, რომელიც ტურნირზე გუშინ რამაზ თურმანიძემ (57 კგ) მოიპოვა.

banner
წინა სტატიაშიპაპუაშვილი: ცინიზმია, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა” საუბრობს ციხესა და შიშზე ერთად
შემდეგი სტატიასოზარ სუბარი: ციხის შიში “ქართულმა ოცნებამ” გააქრო