სოსო თოფურიძე – ჩემს გადაგდებულ ანკესზე, ჯერ” ნაცმოძრაობის” პარტიის თავმჯდომარე წამოეგო, შემდეგ რამდენიმე პოლიტიკოსი!

პატივცემულო საზოგადოება, მოგმართავთ თქვენ, რომ გაიგოს ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ! ეს, გახლავთ, ნომერ პირველი ოპოზიციური ძალა და ძლიერი პოლიტიკოსები?!
გუშინ ეს რა ცირკი, რა მარაზმი მოაწყვეს!!! – ამის შესახებ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი სოსო თოფურიძე სოციალურ ქსელში წერს.

“მე, ჩემს ფეისბუქ გვერდზე დავწერე ის, რაც დავწერე!
არც , პრესკონფერენცია მომიწყვია, არც, ინტერვიუ მიმიცია ჟურნალისტებისთვის და არც კონკრეტული გვარები დამისახელებია , გარდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის , ვისზეც, უდავოდ, სამწუხაროდ , ბევრი პოლიტიკოსი თუ რიგითი საზოგადოების წევრი გამოთქვამს ღიად თუ დაფარულად უკმაყოფილებას !
ნაციონალური მოძრაობა , ჩემს მიერ ფეისბუქში(!) დაწერილ ინფორმაციაზე , ან, უდა გაჩუმებულიყო, ან, პარტიის სხდომას თუ აწყობდნენ , დამამტკიცებელი დოკუმენტაცია წარდეგინათ საზოგადოებისთვის და წყნარად დაემტკიცებინათ, რომ გავრცელებული ინფორმაცია მცდარია!
ნაცვლად, სიმართლისა , წარმოუდგენელი ისტერიკა მოაწყვეს და სულ უფრო მეტი დაბნეულობა შემოიტანეს საზოგადოებაში !
გამოცდილმა, პოლიტიკოსმა, ბატონ რომან გოცირიძემ, კარგად აღნიშნა, რომ ხომ შეიძლება მე , მცდარი ინფორმაცია დამეწერა ფეისბუქში ?
დეპუტატების არაფრისმთქმელი , უაზრო ისტერიკა რა საჭირო იყო?!
ჩემს გადაგდებულ ანკესზე , ჯერ პარტიის თავმჯდომარე წამოეგო და შემდეგ რამოდენიმე პოლიტიკოსი !
კი , ბატონო !
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ელოდოს ჩემგან
ბადის სტყორცნას !
დაპირისპირება მიღებულია !
ვინ , ვის მართავს , საზოგადოება მალე გაიგებს !
პატივისცემით,
პოლიტდევნილი
იოსებ თოფურიძე
07.10.2022 წელი” – წერს თოფურიძე facebook-ში.

banner
წინა სტატიაშიგიტანას ნაუსედა – პრაღაში ძალიან კარგი შეხვედრა იყო, აღტაცებული ვარ, როდესაც ერთ მაგიდასთან ვხედავთ იმ ქვეყნებს, რომლებსაც წარსულში კომპრომისის მოძიება უჭირდათ
შემდეგი სტატიალუკაშენკო პუტინს – გთხოვთ, მიიღოთ გულწრფელი მილოცვა თქვენს იუბილესთან დაკავშირებით – როგორც დიდი სახელმწიფოს ნამდვილი ლიდერი, თქვენ იღებთ გააზრებულ და რთულ გადაწყვეტილებებს