“ტყვიამფრქვევივით ისვრიან ამ ტყუილებს, მაგრამ ხალხი იცინის” – ამ განცხადებას “რეაქციაში” სტუდია მონიტორის რედაქტორი ნინო ზურიაშვილი აკეთებს.
ნინო ზურიაშვილი არ გამორიცხავს, რომ მას შემდეგ, რაც რუსული კანონი ძალაში შევა, სიტუაცია კიდევ უფრო გამწვავდეს.
არნახული ერთიანობა და ისეთი სული გაღვივდა, არ გვტოვებს არავინ მარტოს, კი, სტრესია, მაგრამ მარტო არ ვართ. როცა მარტო არ ვართ, ვიქნებით მათზე უფრო გონიერი და მივიღებთ რაღაც გადაწყვეტილებას, რომ ეს ველი არ მოვუთავისუფლოთ მათ, განსაკუთრებით არჩევნებამდე და არჩევნებზე ქართველმა ხალხმა თავის სიტყვა უნდა თქვას.
თუ ვინმე ომის პარტიაა, ომის პარტიაა დღეს ქართული ოცნება, ომი უკვე დაიწყო თავისი მოსახლეობის წინაშე, ფაქტობრივად, ომში ვართ, ძალიან მძიმე პირობებში გვაცხოვრებს,“ – ამბობს ზურიაშვილი.