სოფო ქაცარავა აცხადებს, რომ „მინისტრის საათის“ ფორმატში რამდენიმე საკითხზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო ქაცარავას განცხადებით, „მინისტრის საათის“ ფორმატში რამდენიმე საკითხზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება, მათ შორის საქართველო-რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრასთან დაკავშირებით.

ქაცარავას თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ისაუბრებს, გაერო-ში ეს შეხვედრა რამ განაპირობა.

„ასევე კითხვები იქნება დავით გარეჯთან დაკავშირებულ მიმდინარე მოვლენებზე. კერძოდ, რა სტატუსია და პროცესები როგორ ვითარდება. ასევე განხილვის თემა იქნება ოკუპირებული ტერიტორიები და ზაფხულზე გამწვავებული პროცესები. ოპოზიციას თავისი დღის წესრიგი და მათი მიზანია, რომ ის ნარატივი წარადგინოს, რაც აქვს”, – აღნიშნა ქაცარავამ.

საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს დღეს მოუსმენენ.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტში “მინისტრის საათის” ფორმატში დღეს დავით ზალკალიანს მოუსმენენ
შემდეგი სტატიათეა წულუკიანი : პრეზიდენტი რომ ვიყო, აუცილებლად ვესტუმრებოდი პროკურატურას