სოფელ ხიდისთავში – გვიან ღამით კერძო საწყობში გაჩენილ ცეცხლს მეხანძრეები ამ დრომდე აქრობენ

ძლიერი ხანძარი სოფელ ხიდისთავში – გვიან ღამით კერძო საწყობში გაჩენილ ცეცხლს მეხანძრეები ამ დრომდე აქრობენ. ხანძრის ლოკალიზება მოხერხდა, თუმცა საწყობში არსებული ნახერხი და თივა, რომელიც საქონლისთვის ინახებოდა, ამ დრომდე იწვის.

ადგილზე 4 სახანძრო სამაშველო ბრიგადა მუშაობს. დამწვარია 1200 კვადრატული მეტრი.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ სექსუალური ორიენტაციის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროების მუქარით ჩადენილი გამოძალვისთვის ერთი პირი დააკავა
შემდეგი სტატიაბენზინში ტყვიის შემცველობა საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ ხარისხობრივ ნორმებს შეესაბამება