წალენჯიხის ჩოგბურთის ღია ტურნირი დაიწყო (ვიდეო)

26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში დღეს ,25 მაისს, პირველად წალენჯიხის ისტორიაში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივითა და ა(ა)იპ წალენჯიხის სასპორტო ცენტრის მხარდაჭერით, ჩოგბურთის ტურნირი წალენჯიხის თასზე დაიწყო.

საპრიზო ფონდი:პირველი ადგილი-1000 ლარი;
მეორე ადგილი -500 ლარი.

ტურნირში მონაწილეობას წალენჯიხელები და სხვადასხვა რეგიონების ჩოგბურთის ოსტატები ღებულობენ მონაწილეობას.

ასპარეზობაში მონაწილე სპორტსმენებს და სტუმრებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ივანე ბურდული და მერის მოადგილე თამარ ბელქანია მიესალმნენ და მონაწილეებს წარმატებები უსურვეს.

“დღეს წალენჯიხა კიდევ უფრო მიმზიდველია,ვითარდება. დღეიდან მრავალი ტურნირი ჩატარდება და მრავალი სიახლეებს შევთავაზებთ წალენჯიხის მოსახლეობას
“-აღნიშნა ივანე ბურდულმა.

“საკმაოდ კარგი საპრიზო ფონდია და მიხარია, რომ აქ მონაწილეობას ღებულობენ არა მხოლოდ წალენჯიხელები.
ამ ტურნირს გარკვეულწილად საერთაშორისო აქცენტიც აქვს.
ტურნირი ყოველწლიირად ჩატარდება და ეს ხელს შეუწყობს წალენჯიხის ციტირების ინდექსის მომატებას”-აღნიშნა თამარ ბელქანიამ

ჩემპიონატის ფინალური შეხვედრა და დაჯილდოების ცერემონიალი ხვალ, 26 მაისს გაიმართება.

banner
წინა სტატიაში„მარად და ყველგან, საქართველოვ მე ვარ შენთანა“ – 26 მაისს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია გაიმართება
შემდეგი სტატიაევროპული პოლიტიკა მოწამლულია სიძულვილით და ავიწროებს მათ, ვინც მათ არ ემორჩილება – ვოლოდინი