სოფელ კასრისწყალში სკოლა და საბავშვო ბაღი დაარბიეს

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კასრისწყალში საჯარო სკოლისა და საბავშვო ბაღის შენობები დაარბიეს.

სკოლის დირექტორის, გიორგი ბუღრიძის ინფორმაციით, გატეხილია შენობისა და მისი კაბინეტის კარი, დამტვრეულია ინვენტარი.

ადგილზე გამოძახებულია პოლიცია.

კასრისწყალი ახმეტის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის.

მომხდართან დაკავშირებით სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

წყარო:pia.ge

banner
წინა სტატიაშიშსს-მ ნარკოდანაშაულისთვის ფონიჭალაში სამი პირი დააკავა
შემდეგი სტატია,,არ მინდა ნაძვის ხე” – ინტერნეტში ამ სახელწოდების პეტიცია შეიქმნა