სოფელ გეგუთის გარდა, ბავშვების მოწამვლის ფაქტი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კიდევ ხუთ სოფელში დაფიქსირდა

სოფელ გეგუთის გარდა, ბავშვების მოწამვლის ფაქტი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კიდევ ხუთ სოფელში დაფიქსირდა. საერთო ჯამში, მოწამვლის სიმპტომებით სხვადასხვა ჰოსპიტალში 26 ბავშვი გადაიყვანეს.

სოფელ გეგუთში იმყოფება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელი პაატა იმნაძე.

მისი თქმით, დაფიქსირდა ნაწლავური ინფექცია, რომლის მიზეზი საკვები პროდუქტი გახდა.

„ეს იყო ნაწლავური ინფექცია, თუმცა რომელმა პროდუქტმა გამოიწვია მოწამვლა ჯერ უცნობია“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

ამასთან, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში შეტანილ პროდუქტებს სურსათის ეროვნული სააგენტო იკვლევს. კვლევის შედეგი რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი, მანამდე კი, ბაღებში სწავლა შეწყდა.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთის საბავშვო ბაღის აღსაზრდელები რამდენიმე დღის წინ მოიწამლნენ. ბავშვები ქუთაისში ჰოსპიტალ „მედიქალ სითიში“ მკურნალობენ.

 

banner
წინა სტატიაშირამ განაპირობა ჯიხაშკარ-ხიბულას მოვლენა
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტრომ ფოთში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო