რამ განაპირობა ჯიხაშკარ-ხიბულას მოვლენა

როცა ლუდი არის შარდი, ვერ უშველის სტალინზე დარდი"სტანისლავ ლაკობა, აფხაზი ისტორიკოსი თავის ინტერვიუში ძალიან მოკლედ და ლაპიდარულად გადმოსცემს აფხაქზეთის ომის და 90-იანი წლების საქართველოს ისტორიას. ცხადია, ჩვენ არ უნდა მოველოდოთ, რომ ის ბოლომდე ობიექტური იქნება, გინდ ფაქტების გადმოცემაში, თუგინდ მათ ინტერპრეტაციაში, მაგრამ მაინც საინტერესოა:

“როდესაც იოსელიანს კითხეს, შევი რად გინდათო, მან უპასუხა: “შენ ხომ, ჩვენ ვინ ვართ? ჩვენ შირმა გვჭირდება.” მე ვუთხარი: “თქვენ თავს დაიღუპავთ!”. ის მაინც თვლიდა, რომ შევარდნაძე ესაჭიროებათ, როგორც შირმა, მას იცნობენ მსოფლიოში. “შენ ხომ იცი ჩვენი ბიოგრაფია”, – მითხრა მან. აი ასე სჯიდა. ეს ნაწილობრივ კრიმინალური ხელისუფლება იყო. გამსახურდია რასაკვირველია სხვა გარემოს ადამიანი იყო, ინტელიგენტური ოჯახიდან, მწერლის შვილი, თუმცა რომანტიკულმა ნაციონალიზმმა გაიტაცა. მერე, როდესაც შეეჯახა რეალობას, იქ ყველაფერის სხვანაირად გამოდგა, და მან რომანტიკულ ნაციონალიზმს ზურგი აქცია.
მასთან იყო გარკვეული კონტაქტები, იყო მომენტი, როდესაც მას ესაჭიროებოდა დახმარება აფხაზეთიდან. წარმოიდგინეთ, რომ ადამიანი თავიდან ამბობდა, რომ აფხაზები როგორც ასეთი არ არსებობენო, შემდეგ კი უცბად ალაპარაკდა აფხაზურად. ის ხომ აფხაზურ ენაზე გამოვიდა 1993 წელს, ომის დროს.

…ის (ანუ ზ. გამსახურდია) ამბობდა, რომ ჩვენ ძმები ვართ, რომ ჩვენ ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ, რომ შევარდნაძე უზურპატორია და ა.შ. მას, როგორც მე გავიგე, პირდებოდნენ ბუფერულ სახელმწიფოს სამეგრელოს ფარგლებში, მაგრამ მან მთელი საქართელო მოინდომა. ამას კი აღარ თავაზობდნენ. როდესაც შევარდნაძე მიხვდა, რაშია საქმე, დასტური მისცა დსთ-ში გაწევრიანებაზე, და რუსეთის ბაზებზეც, და როცა უარი უთხრეს დახმარებაზე, ის შევიდა დსთ-ში. ოწი წლის შემდეგ, როდესაც რუსული პოზიციები დასუსტდა, ის კვლავ გამოძვრა ამ ორბიტიდან. გახსოვთ, მასზე თავდასხმა რომ იყო? მაშინ გიორგაძე დაადანაშაულეს, მერე გიორგაძე გაიქცა, მერე იყო ნადიბაიძე, თავდაცვის მინისტრი, ისინი პრირუსულებად ითვლებოდნენ. მიდიოდა ბრძოლა გავლენის სფეროებისთვის….” (ციტატის დასასრული)

ჩემი კომენტარი: ლაკობა როგორც ჩანს გულისხმობს საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტის გადასვლას აფხაზეთში 1993 წელს, ანუ როდესაც ზუგდიდი და სამეგრელო დაიკავა ბალტინის სამხედრო შენაერთებმა, ხოლო შევარდნაძის მხარემ საბოლოოდ განაცხადა უარი მათთან რაიმე მოლაპარაკებაზე და მორიგებაზე ბობოყვათში. მაშინ რუსმა და აფხაზმა სამხედროებმა შეთავაზეს ასეთი რამ: თქვენ სცანით აფხაზეთის დამოუკიდებლობა, შემდეგ ჩვენ თქვენთან, როგორც ლეგიტიმურ ხელისუფალთან გავაფორმებთ კონფედერატიულ ხელშეკრულებას და დაგეხმარებით, რომ დაბრუნდეთ ხელისუფლებაში. ეს როგორ? იკითხა პრეზიდეტმა. ეს ჩვენ ვიცით, იყო პასუხი. (იხ. გუგუშვილის ინტერვიუ, რომელიც მან მისცა “იმედს” 2004 წელს) შევარდნაძის კონტრდაზვერვის გენერალი ავთანდილ იოსელიანი იგონებდა აფხაზეთის ახლანდელი “თავდაცვის მინისტრის”, მერაბ ქიშმარიას მონათხრობს (იხ. ჩვენი ფილმი “დინების საწინააღდეგოდ, Youtobe) რომ გამსახურდია ამ შეთავაზებაზე გაფითრდა, ფეხზე წამოხტა და აფხაზეთი დატოვაო. მე შემეცოდა კიდევაცო. ამ ყველაფერს კი მოყვა ის გზა სამეგრელოს მთიან სოფლებში, რაც დასრულდა ყველასთვის ცნობილი ჯიხაშკარი-ხიბულათი.

კონსტანტინე გამსახურდია

banner
წინა სტატიაში“პანკისობა 2018” ჩაიშალა
შემდეგი სტატიასოფელ გეგუთის გარდა, ბავშვების მოწამვლის ფაქტი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კიდევ ხუთ სოფელში დაფიქსირდა