სოფელ დიდინეძში მომხდარ ინციდენტს თენგიზ გუნავა გამოეხმაურა

14522381_1796150790669920_1066568921_o„სოფელ დიდინეძში „ნაცმოძრაობის“ შტაბის ხელმძღვანელი პაპუნა კუკავა გადაადგილდებოდა სახლის მიმართულებით, საკუთარი მანქანით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აგიტაციას ეწეოდნენ, მათ ჰქონდათ გზა ათვისებული და პაპუნამ მანქანა ვერ გაატარა. თხოვა მათ, რომ გაეტარებინათ, იქედან ცოტა უხეში შეპასუხება მიიღო, უწმაწური სიტყვებით მიმართეს. შემდეგ მეზობლები გადმოვიდნენ ამ დროს მოხდა შეხლა–შემოხლა“, – ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ სამეგრელოს შტაბის ხელმძღვანელითენგიზ გუნავა სოფელ დიდინეძში მომხდარ ინციდენტს.

მისივე თქმით, პოლიციაში გადაყვანილი არიან პაპუნა კუკავა და მისი მეზობელი მანუჩარ ქირია, რომელსაც დაზიანებები აღენიშნება.

ინციდენტის შემდეგ, კლინიკაში „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის სამი წევრი გადაიყვანეს. ლიკა დემეტრაძეა, თემუკა მიქავა და ნიკა ძიმისტარაშვილი. ერთ-ერთი მათგანი უკვე ბინაზე გაეწერა.

შემთხვევა ახალგაზრდული ორგანიზაციის მიერ კარდაკარის აქციის დროს მოხდა.

banner
წინა სტატიაშისირიაში უკანასკნელი ავიადარტყმის ვიდეო გავრცელდა (ვიდეო)
შემდეგი სტატიარომის პაპი ფრანცისკე სვეტიცხოველს სტუმრობდა