სომხეთში სახალხო მოძრაობა მთავრობას ОДКБ-ს დატოვებისკენ მოუწოდებს და მასშტაბურ აქციებს აანონსებს

სომხეთში სახალხო მოძრაობა მთავრობას ОДКБ -ს დატოვებისკენ მოუწოდებს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სახალხო მოძრაობის წევრები და მხარდამჭერები ერევანში მასშტაბურ აქციას გამართავენ.

სახალხო გამოსვლებისა და მიტინგის ორგანიზატორების განცხადებით, სომხეთმა კოლექტიური თავდაცვის ორგანიზაცია დაუყონებლივ უნდა დატოვოს, რადგან ორგანიზაციამ სომხეთი დააღალატა და ნაკისრი ვალდებულები არ შეასრულა.

საქმე ეხება სომხეთსა და აზერბაიჯანის შორის რამდენიმე დღის წინ მომხდარ შეტაკებებს, რა დროსაც ОДКБ-ს წევრმა ქვეყნებმა და მათ შორის რუსეთმა, სომხეთის დახმარებაზე უარი თქვეს. სახალხო გამოსვლები სომხეთში, ამერიკის წარმომადგენლობითი პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ვიზიტის პარალელურად გაიმართება.

banner
წინა სტატიაში„როიტერი“ – კორუფციისა და კანონის უზენაესობის კუთხით ხარვეზების გამო, ევროკომისიამ რეკომენდაცია გასცა, 7,5 მილიარდი ევროთი შეამცირონ ევროკავშირის ბიუჯეტიდან უნგრეთისთვის სახსრების გაცემა
შემდეგი სტატიასაოკუპაციო ძალების ინფორმაციით, ელენოვკას კოლონიის დაბომბვას უკრაინელი ტყვის სიცოცხლე ემსხვერპლა