სომხეთს შესაძლოა, საქართველოსთვის ტერიტორიის დათმობა მოუწიოს

სომხურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ სომხეთს შესაძლოა, საქართველოსთვის ტერიტორიის დათმობა მოუწიოს. საუბარია სოფელ ჯილიზაზე, რომელიც ქალაქ ალავერდის მიდამოებში მდებარეობს და საქართველოს ესაზღვრება.

სომხური პრესა წერს, რომ საზღვრის დემარკაციაზე მუშაობა საქართველოსთანაც მიმდინარეობს და ეს პროცესი მაღალი დონის სომხურ-ქართული კონტაქტებით ხორციელდება. Yerkir.am-ის ცნობით, საგარეო საქმეთა სამინისტროში სიახლე არ უარყვეს, მხოლოდ აღნიშნეს, რომ პროცესის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებას თავის დროზე მიაწვდიან.

კითხვაზე, თუ სოფელი მართლა გადმოსცეს საქართველოს, რას აპირებენ? სოფლის გამგებელი პასუხობს:

აქამდე საქმე არ უნდა მივიდეს, მე ოპტიმისტი ვარ, როგორ შეიძლება ჩვენი სოფელი საქართველოს დაუთმონ? მერე ვნახოთ, ახლა ვერაფერს ვიტყვი. არ მჯერა, რომ მსგავსი რამ შეიძლება მოხდეს“, – თქვა ვარანიანმა.

banner
წინა სტატიაში„დიდი ოცეულის“ სამიტზე ვლადიმერ პუტინს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოიწვევენ, თუ მასში მონაწილე ქვეყანა ამაზე თანხმობას განაცხადებს – მაკრონი
შემდეგი სტატიაგვარამია თურმე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასაც არ ენდობა და გადაწყვიტა, გაერო-ს მიმართოს – კახიანი