სომხეთის ხელისუფლება აფხაზეთის რკინიგზის გახსნას მოლოდინშია

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ედვარდ ნალბანდიანის განცხადებით, სომხეთი დაინტერესებულია რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთის გახსნით და ამ მიმართულებით წინსვლას ელოდება-ამის შესახებ სომეხმა მინისტრმა, ერევანში, 2017 წლის შედეგების შეჯამებისას განაცხადა.

,,ჩვენ არაერთი მოლაპარაკებები გვქონდა ამ თემასთან დაკავშირებით, ჩვენს ქართველ და რუს პარტნიორებთან, სადაც აღვნიშნეთ ჩვენი დაინტერესება ამ პროექტით. ეს ალტერნატიული გზა არის მნიშვნელოვანი ამოცანა ჩვენი ქვეყნისთვის,,

ნალბანდიანმა დაადასტურა, რომ აფხაზეთის რკინიგზის გახსნაზე, რუსეთსა და საქართველოს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს და რომ საქართველომ ხელი მოაწერა შვეიცარიულ კომპანიასთან ხელშეკრულებას, რათა ამ პრობლემის გადაწყვეტა მოხდეს.

,,რუსულმა მხარემ კი განაცხადა, რომ პროცედურები მალე დასრულდება და ხელი მოეწერება ხელშეკრულებას. თუმცა, ეს ძალიან დელიკატური მოლაპარაკებების პროცესია და  მხარეებს ამ დროისთვის განცხადების თემა  ჰქონდეთ, ისინი ამის შესახებ იტყოდნენ.,, -განაცხადა ნალბანდიანმა.

banner
წინა სტატიაშითინა ხიდაშელი: თავხედობა ოცნების სამარკო ნიშანი გახდა
შემდეგი სტატიაგიგი უგულავა- ივანიშვილის პოლიტიკის ნაწილი იყო და არის პოლიტიკური რუკიდან გაქრობა