სხვადასხვა ოლიგარქებზე გაფორმებული მთელი რუსული შავი სალარო შესაძლოა ვიხილოთ საქართველოში – ხუხაშვილი

სხვადასხვა ოლიგარქებზე გაფორმებული მთელი რუსული შავი სალარო შესაძლოა ვიხილოთ საქართველოში- წერს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი “ოცნების” მიერ ინიცირებულ ახალ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომლითაც ივანიშვილს საშუალება მიეცემა დაუბეგრავად შემოიტანოს საქართველოში ოფშორებში გადამალული ქონება.

ხუხაშვილი წერს, რომ ეს ქმედება საბოლოოდ ჩაუკეტავს ქვეყანას ევროინტეგრაციის შანსს, რადგან დასავლეთი იძულებული გახდება სანქციების ქვეშ მოახვედროს მთელი ჩვენი საფინანსო-საბანკო სისტემა.

“დღეს წარმოუდგენელი კანონ-პროექტის ინიცირება ვიხილეთ საგადასახადო კოდექსში ცვლილებებთან დაკავშირებით.
ეს არის “რუხ ზონებში” განთავსებული საეჭვო კაპიტალის “შეღავათიან ფასებში” გათეთრების დაკანონება.
ვისმენ კომენტარებს, რომ ეს გაკეთდა პირადად ბიძინა ივანიშვილის აქტივების საქართველოში მუქთა ტრანსფერის ინტერესებიდან გამომდინარე.
ვფიქრობ, საქმე ბევრად უფრო მძიმედ არის – სხვადასხვა ოლიგარქებზე გაფორმებული მთელი რუსული შავი სალარო შესაძლოა ვიხილოთ საქართველოში.
ეს ბუნებრივია საბოლოოდ ჩახერგავს დასავლეთისკენ მიმავალ გზას, რადგან ისინი იძულებული გახდებიან სანქციების ქვეშ მოახვედრონ მთელი ჩვენი საფინანსო-საბანკო სისტემა. შესაბამისად, ბუნებრივად ვხდებით რუსეთის იმპერიის ნაწილი.
იმასაც არ გამოვრიცხავ, რომ “აგენტების” კანონის ასეთი აგრესიული ფორმით მიღების მთავარი მიზანი შემდეგია – ვიღაცა ცდილობს პუტინს აჩვენოს, რომ ყველაფერს აკონტროლებს და მისი აქტივები აქ საიმედოდ იქნება დაცული…” წერს ხუხაშვილი.

banner
წინა სტატიაშიეს კანონი არ შეუწყობს ხელს საქართველოს დაახლოებას ევროკავშირთან – ჰერჩინსკი
შემდეგი სტატიაუნდა გაემიჯნო ამ ნაძირლებს – ყაველაშვილი ხვიჩა კვარაცხელიას