სკანდალური ვიდეო – რუსეთის პატრიარქი ბულგარეთის პრეზიდენს პასუხს სთხოვს

რუსულმა მედიასა და სოციალურ ქსელებში გაავრცელა ვიდეო, სადაც ბულგარეთში ჩასული რუსეთის პტრიარქი კირილ გუნდიაევი, ბულგარეთის პრეზიდნტ რუმენ რადევს, პირისპირ შეხვედრის დროს, აგრესიული ტონით, პასუხს სთხოვს ბულგარეთის განთავისუფლების საქმეში რუსეთის როლის დაკნინებისა და მისივე განცხადებით ,,ისტორიული სიმართლის მიჩქმალვის,, გამო…
,,კიდევ ერთხელ მინდა ნათლად გითხრათ, რომ ბულგარეთი გაანთავისუფლა რუსეთმა… არა პოლონეთმა, არა ლიტვამ, არა სხვა ქვეყნებმა, არამედ – რუსეთმა. მინდა ღიად გითხრათ, რომ ჩემთვის ძნელი მოსასმენი იყო, მთელი ეს მოყვანილი მაგალითები, რომელშიც ბულგარეთის განთავისუფლების საქმეში სხვა ქვეყნების მონაწილეობაზე იყო საუბარი. არა პოლონურ სეიმს, არც ლიტვურ სეიმს, არ მიუღია გადაწყვეტილება ოსმალურ თურქეთთან ომის დაწყების. მე იმედი მაქვს, რომ მედია ჩვენ გვისმენს და გადასცემს, პატრიარქის გარკვეულ გაწბილებას, რომელმაც მოისმინა არასწორი ისტორიული ინტერპრეტაცია, ბულგარეთის განთავისუფლების მოვლენებთან დაკავშირებით. ჩვენ, ისტორიული სიმართლის მომხრე ვართ ბატონო პრეზიდენტო. ჩვენ, ეს ისტორიული სიმართლე, მოვიპოვეთ ჩვენი სისხლით… და არ შეიძლება არსებობდეს, არანაირი პოლიტიკური და პრაგმატული მიზეზები, რის გამოც ეს ისტორიული სიმართლე, მიიჩქმალოს ან არასწორად ინტერპრეტირებულიქნას,, განაცხადა პატრიარქმა კირილმა.
პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის, რუსეთის ხელისუფლებისა და მისი ერთ-ერთ განშტობის, რუსეთის საპატრიარქოს გაბრაზება, ბულგარეთის ოსმალეთის იმპერიისაგან განთავისუფლების 140 წლის იუბილეზე, პრეზიდენტ რუმენ რადევის სიტყვამ გამოიწვია, სადაც მან არა რუსეთის არმიას გადაუხადა მადლობა, ბულგარეთის განთავისუფლების საქმეში გაწეული წვლილისთვის, არამედ რუსებთან ერთად, პოლონელებს, ლიტყველებს, უკრაინელებსა და სხვა ერის წარმომადგენლებს, რომლების რუსეთის არმიის სახელით, ბულგარელების მხარეს იბრძოდნენ ოსმალეთის იმპერიის წინააღმდეგ.

 

https://youtu.be/80YixpPoUUQ

banner
წინა სტატიაშისავარაუდო ფინანსური დარღვევები – ირაკლი კობახიძემ პარლამენტის აპარატის უფროსს თანამდებობა დაატოვებინა
შემდეგი სტატიაკახა მიქაია: საქართველოში ადამიანთა ეპოქა დასრულდა