კახა მიქაია: საქართველოში ადამიანთა ეპოქა დასრულდა

გია ხუხაშვილი – თუ პრეზიდენტობის ქალ კანდიდატზე ვსაუბრობთ, წულუკიანზე და ზურაბიშვილზე მეტი შანსები ენძელა მაჭავარიანს აქვს

ძნელია, გიას არ დაეთანხმო, მართლაც, ქალბატონი ენძელა უფრო რესპექტაბელურად და რაც მთავარია, სიღრმისეულად გამოიყურება…

თუმცა….

ვფიქრობ, დადგა ჟამი, მსოფლიო საბოლოოდ გავაკვირვოთ ქართული დემოკრატიით და მსოფლიო საარჩევნო პრაქტიკაში ახალი ნოვაციით ისე შორს გავიჭრათ, რომ ცნობილმა დემოკრატიებმა კარგა ხნით ჩვენს დაწევაზე თავში ფიქრიც არ გაივლონ და მხოლოდ საპრიზო ადგილებისთვის შეეჯიბრონ ერთმანეთს!
დარწმუნებული ვარ: პირდაპირი,
გადატანითი,
გაჯიუტებითი
თუ
გადარგვითი
მნიშვნელობით, საქართველოს მომავალი არჩევითი პრეზიდენტი უნდა იყოს, არც მეტი, არც ნაკლები,
ხე!!!
მერწმუნეთ, შერჩევითი თვასაზრისითაც აქ უფრო დიდი არჩევანი გვაქვს ბიძინა ივანიშვილსა და ჩვენ, ვიდრე ,,ქართული ოცნების” მოქმედ თუ გადასაგდებად განწირულ წევრთა შორის.
მაგალითად:
ტიტა,
წიფელა,
ჭადარი,
მუხა,
,,ჩემი საყვარელი მაგნოლია” და ასე შემდეგ…
არჩევანი მართლაც დიდია!
…და ბოლოს, რაც შეეხება ოპოზიციას, მათი ,,ბუნებიდან” გამომდინარე, ისინი ერთ საერთო კანდიდატ ხეზეც ვერ შეთანხმდებიან და ამიტომ არჩევნებს გაუყალბებლად და დიდი უპირატესობით მოვიგებთ!
თუ ოპოზიციამ გადაწყვიტა და ჩვენ რჩეულ ხეს პრაიმერისით გამოვლენილი გამარჯვებული ადამიანი-პიროვნება დაუპირისპირა, მაშინ ხომ საეთოდ მათი მხრიდან არჩევნებში გამარჯვებაზე ფიქრიც კი ზედმეტია, რადგან საქართველოში ადამიანთა ეპოქა დასრულდა, ჩვენს ქვეყანაში განვითარების ახალი ეტაპი იწყება…

P.S.მეგობრებო, წინ…წინ გასწით,
ნუ შედრკება თქვენი გული,
დე, მკერდს სისხლის დაღი აჩნდეს
და შუბლს ოფლის ნაკადული!

წინ, წინ, მედგრად შევებრძოლოთ
ჩარხუკუღმართ ამ ჩვენ დროსა,
ჭირის ოფლში გავატაროთ
სიმართლის და ძმობის დროშა

 

კახა მიქაია

banner
წინა სტატიაშისკანდალური ვიდეო – რუსეთის პატრიარქი ბულგარეთის პრეზიდენს პასუხს სთხოვს
შემდეგი სტატიაექსკლუზიური ვიდეომასალა-არასრულწლოვნების მიერ მაღაზიის გაქურდვის მორიგი შემთხვევა