სისულეებზე ნუ მეკითხებით-ასე უპასუხა პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ მეუფე იაკობის განცხადებას

„პირველად გავიგე ეს ამბავი და ცოტა შოკირებული ვარ. მაგრამ ამის შემდეგ მახსენდება, რომ ეს ის მეუფეა, რომელიც ამბობდა, გახარია პრემიერი თუ გახდა, ჩამოვაგდებო“, – ასე უპასუხა პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ მეუფე იაკობის განცხადებას, რომ ყოფილი პრემიერის კვირიკაშვილის კაბინეტში გამართული შეხვედრისას „ეჩალიჩებოდნენ პატრიარქის გადაყენებაზე“ და ამ შეხვედრას გიორგი გახარიაც ესწრებოდა.

„როგორ უნდა გავაკეთო ამაზე სერიოზული კომენტარი? სერიოზული კომენტარი თუ გაინტერესებთ: პატრიარქი უკანასკნელი 40 წლის განმავლობაში არის წარსულის, დღევანდელობის და მომავლის სიმბოლო. ეკლესია არის ის შემაერთებელი ძალა, რომელიც ჩვენს სახელმწიფოებრიობას კრავს.

რატომ აკეთებს მეუფე ასეთ განცხადებებს, მას ჰკითხეთ. სისულეებზე ნუ მეკითხებით“, – განუცხადა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ტელეკომპანია „პირველთან“ ინტერვიუში ისაუბრა ყოფილი პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტში გამართულ შეხვედრაზე, რომელზეც მისი თქმით, „ეჩალიჩებოდნენ პატრიარქის გადაყენებაზე“. მისივე განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის იმჟამინდელ უფროსთან, ვახტანგ გომელაურთან და გიორგი გახარიასთან ერთად შედგა ეს შეხვედრა.

banner
წინა სტატიაშისკანდალი-პატრიარქის გადაყენებაზე „მეჩალიჩებოდნენ“ – ყველაზე კარგი ვარიანტი იყო, რომ პატრიარქი მოეკლათ
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი: პატრიარქის წინაღმდეგ არასდროს წავსულვარ