სკანდალი-პატრიარქის გადაყენებაზე „მეჩალიჩებოდნენ“ – ყველაზე კარგი ვარიანტი იყო, რომ პატრიარქი მოეკლათ

ბოდბელი ეპისკოპოსი მეუფე იაკობი ტელეკომპანია პირველის ეთერში ყოფილი პრემიერის გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტში გამართულ შეხვედრაზე საუბრობს, რომელსაც მისი თქმით, ვახტანგ გომელაური და გიორგი გახარია ესწრებოდნენ.

„არამარტო მეუფე პეტრე, სახელმწიფო და ვიღაცეებიც ჩარეულები იყვნენ, ბიზნესმენებიც კი. ვგულისხმობ იმას, ვინც ზვიად გამსახურდიას დროსაც იყო ვითომ ბიზნესმენი. მერე ვითომ შევარდნაძესთანაც იყო. მერე სააკაშვილთან და დღესაც, რომაა უშუალოდ ბიძინასთან დაკავშირებული. მაგალითად ვანო ჩხარტიშვილი. მე დამიძახეს კვირიკაშვილის დროს. ვახო იყო და გახარიამ ცოტა დააგვიანა. „მეჩალიჩებოდნენ“ იმაზე, რომ ჩვენ გვინდა პატრიარქი გადავაყენოთო და შიო დავაყენოთო. მე ვუთხარი, რომ ვინ ეკითებოდათ. ეკლესიამ თვითონ იცოდა. თან ცოცხალი პატრიარქის წინაშე როგორ მიდიხარ თქო. პირველად ამ შეხვედრაზე მე ვიყავი. შემდეგ მეუფე თეოდორე. მეუფე საბა თბილისში არ იყო და მეუფე გრიგოლი იყო. მეუფე პეტრეს გახარია და ვახო შეხვდნენ. მაგათ ყველას აწი მე მივხედავ. შეხვედრა პრემიერის კაბინეტში გაიმართა. ამ ყველაფრის შესახებ უწმინდესობამ იცის. ციანიდის საქმე მანამდე დაიგეგმა და სახელმწიფოც გარეული იყო. შოთაძეს ამას არ ვაპატიებ. რაც გააკეთა და თქვა. კვირიკაშვილსაც ვუთხარი ეს. ყველას ჩავარტყამ მაგათ, სადაც ჩასარტყმელია,“ – განაცხადა მეუფემ.

ეპისკოპოს იაკობის თქმით, შეხვედრა პრემიერის კაბინეტში გაიმართა და ამ შეხვედრის შესახებ პატრიარქმა ილია მეორემაც იცის.

„ბიძინა ჩემზე ამბობს, ვინ არისო მეუფეო, არავინ არ არისო. ყველამ იცის ის, რომ ვარ ავტორიტეტული სინოდის წევრი. 9 წელია გავხდი ეპისკოპოსი და გავხდი საფინანსო ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარე. მე ძლიერი პოზიციები მაქვს ეკლესიაში. ყველაფერი მაქვს. დღევანდელ ხელისუფლებაზე. ეს ხელისუფლება კანაფის ხელისუფლებაა. იმ ორ სიტყვას არ ვიტყვი. ასე თუ გააგრძელეს ამათმა არჩევნებზე 25% ვერ მიიღებენ. პატრიარქის მკვლელობა ვისაც უნდოდა იმ ხალხს მე ამას ვერ ვაპატიებ. არც მეუფე შიო ვიცი და არც მეუფე თეოდორე. ისინი ჩარეულები არ არიან. აი სხვა მეუფეები, ზოგი ზღვაზე ნებივრობს… ზოგი სხვაგან. იმათ არ ვაპატიებ.

შემდეგ თვეში ჩემი სასამართლოა. თუ ჩემ წინააღმდეგ რამე წავიდა. იცოდეთ, რომ საქართველოს სასამართლო აღარ ეყოლება. იცოდეთ მაგი. ჩინჩალაძეს მურუსიძეს კი, არა ყველას მოვიშორებ მაქედან. მე, რომ მხარი დამეჭირა ძალიან ცუდი რამ მოხდებოდა. მაგრამ არ მინდა ეს. ვინც ჩემს წინააღმდეგ არის. სასამართლოს ვეუბნები. ჩინჩალაძეს ვაფრთხილებ. თუ რამე ჩემზე დაიწყო სასამართლოს აღარ დავტოვებ. პირდაპირ გეუბნებით“, – აცხადებს მეუფე.

„ყველაზე კარგი ვარიანტი იყო, რომ პატრიარქი მოეკლათ. მე მაგას არ დავუშვებ. არც დიმიტრი, არც პეტრე, არც ბიძინა. ყველაზე ვისზეც ვთქვი, შემიძლია გამოვიდა და ვთქვა, თუ რას აშავებდნენ. ჭკვიანად თუ არ იქნება, ყველას თავზე გადავუვლი. რომ გონია, რომ ქვეყნის ხელმძღვანელია… მეუფე პეტრეს რომ ჰგონია თავისთვისაა. ორი მილიონი მივეცი, უნდა გვეყიდა ტელევიზიისთვის… და მაგან გაათამაშა (იმასთან) და ორი მილიონი გაიყვეს…. პეტრე რუსეთის აგენტია. ხელისუფლება დღევანდელი ვისთანაც მოქმედებს ეგეც მაქვს,“ – განაცხადა მეუფე იაკობმა.

 

banner
წინა სტატიაშისენაკის ბავშვთა საავადმყოფოს დირექტორი – პრემიერ-მინისტრთან ძალიან გულახდილი საუბარი შედგა
შემდეგი სტატიასისულეებზე ნუ მეკითხებით-ასე უპასუხა პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ მეუფე იაკობის განცხადებას