“სირცხვილის დერეფანი ოცნებას”

“სირცხვილის დერეფანი ოცნებას” – აქციის მონაწილეები სასტუმრო “შერატონთან” მივიდნენ. სასტუმროში “ქართული ოცნება” საკონსტიტუციო ცვლილებების პრეზენტაციას გეგმავს. საუბარია პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე.

მმართველი გუნდის ნაწილი უკვე სასტუმროში იმყოფება, თუმცა არსებული ინფორმაციით, პრეზენტაციაზე მისვლას გეგმავს “ქართული ოცნების” ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი. შესაბამისად, მასაც “სირცხვილის დერეფანში” მოუწევს გავლა.

აქციის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნა კვლავ შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომაა. მიზეზი კი 20 ივნისის აქციის სისხლიანი დარბევაა.

„ვერანაირი ახალი ინიციატივის, მათ შორის პროპორციულ სისტემაზე გადასვლის პრეზენტაცია, ვერ გადაფარავს იმ გაბრაზებას, რაც გვაქვს თვალებდათხრილი, დასახიჩრებული, მოწამლული ადამიანის გამო.

ჩვენ მივიღებთ მესამე მოთხოვნას(გახარიას გადადგომა), ამის შემდეგ გამართონ პრეზენტაცია. ვიქნებით ყველგან, სადაც ისინი იქნებიან,“ – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, გიგა მაქარაშვილმა.

აქციის მონაწილეების თქმით, ვინაიდან ივანიშვილი არის რეალურად გადაწყვეტილების მიმღები, ისინი მას კიდევ ერთხელ ეტყვიან, რომ გადააყენოს შს მინისტრი. – აქციის მონაწილეები სასტუმრო “შერატონთან” მივიდნენ. სასტუმროში “ქართული ოცნება” საკონსტიტუციო ცვლილებების პრეზენტაციას გეგმავს. საუბარია პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე.

მმართველი გუნდის ნაწილი უკვე სასტუმროში იმყოფება, თუმცა არსებული ინფორმაციით, პრეზენტაციაზე მისვლას გეგმავს “ქართული ოცნების” ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი. შესაბამისად, მასაც “სირცხვილის დერეფანში” მოუწევს გავლა.

აქციის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნა კვლავ შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომაა. მიზეზი კი 20 ივნისის აქციის სისხლიანი დარბევაა.

„ვერანაირი ახალი ინიციატივის, მათ შორის პროპორციულ სისტემაზე გადასვლის პრეზენტაცია, ვერ გადაფარავს იმ გაბრაზებას, რაც გვაქვს თვალებდათხრილი, დასახიჩრებული, მოწამლული ადამიანის გამო.

ჩვენ მივიღებთ მესამე მოთხოვნას(გახარიას გადადგომა), ამის შემდეგ გამართონ პრეზენტაცია. ვიქნებით ყველგან, სადაც ისინი იქნებიან,“ – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, გიგა მაქარაშვილმა.

აქციის მონაწილეების თქმით, ვინაიდან ივანიშვილი არის რეალურად გადაწყვეტილების მიმღები, ისინი მას კიდევ ერთხელ ეტყვიან, რომ გადააყენოს შს მინისტრი.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ჩიგოგიძე:ბაღდათის მერიის შიდა აუდიტი თავის ფუნქცია-მოვალეობებს ასრულებდა არასათანადოდ
შემდეგი სტატიაკახა კუკავა – ყველა, ვინც ეწინააღმდეგება პროპორციულ არჩევნებს, მიაქანებს ქვეყანას ახალი არეულობისკენ და სახელმწიფოებრიობის ნგრევისკენ